"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას... უსახსრობის გამო მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს დღეს თედო "გაღმა ნაპირიდან"
გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექაური ასრულებდა, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, გავიდა წლები და თედო საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა.
ახლა 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთიდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ დედაქალაქში ცხოვრება დაბრკოლებებით არის სავსე და ეს პირველ რიგში ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
"გაღმა ნაპირის" შემდეგ მინდოდა მსახიობობა, მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ შევძელი მსახიობის კარიერის გაგრძელება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდიო მუშაობას, აქ შემთხვევით მოვხვდი. მქონდა გეგმები და რომ ვერ განხორციელდა, დავრჩი უმუშევარი. პირველად რომ აქ მოვხვდი ძალიან შემეშინდა, ძალიან უცხო სამყარო იყო ჩემთვის, ძირითადად გადაღებაზე ვიყავი ხოლმე და სხვა კულტურაში და ახლა სულ სხვა სფეროში ვარ. აქ სხვანაირი ქაოსია.
მთელი ბავშვობა თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთში გავატარე, 9 წლის ასაკში დედამ კლინიკაში წამომიყვანა, მე ფოიეში ვიჯექი, დედა ექიმს ესაუბრებოდა. ამ დროს შემოვიდა გიორგი ოვაშვილი, შემომხედა და დამიწყო საუბარი. დამიბარეს, ჩამოდი, პატარ კასტინგი გავაკეთოთო. რომ შევედი პირველად კასტინგზე, გიორგიმ მითხრა, მე ახლა მაგიდაზე დავუკრავ და იცეკვეო, ერთხელ დაუკრა არ გავინძერი, მეორედ დაუკრა და არ გავინძერი ისევ. გააგრძელე კითხვა