"დიანა ძლივს უმკლავდებოდა ემოციებს, მას სპეციალური დაცვა იცავდა" - რუსული ელიტა ღურწკაიას ქმრის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე და დაკრძალვა სამხედრო პატივით (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"დიანა ძლივს უმკლავდებოდა ემოციებს, მას სპეციალური დაცვა იცავდა" - რუსული ელიტა ღურწკაიას ქმრის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე და დაკრძალვა სამხედრო პატივით (ფოტოები)

დღეს, მოს­კოვ­ში ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მომ­ღე­რალ დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო, ბოლო გზა­ზე გა­ა­ცი­ლეს. გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცერ­მო­ნი­ა­ზე ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, მათ შო­რის იყ­ვნენ შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი ანი­ტა ცოი, ლო­ლი­ტა და კა­ტია ლელი. პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს.

გას­ვე­ნე­ბის დროს, ცხე­დარს სამ­ხედ­რო­ე­ბი ახ­ლდნენ, სა­სახ­ლეს კი რუ­სუ­ლი დრო­შა გა­და­ა­ფა­რეს. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი მიჰ­ყვე­ბო­და, დი­ა­ნას სა­ხე­ზე შავი შარ­ფი ეფა­რა და დე­დის ხე­ლე­ბი, ვაჟს, კონ­სტან­ტი­ნეს ეჭი­რა. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, დი­ა­ნა ძლივს უმკლავ­დე­ბო­და ემო­ცი­ებს და დამ­შვი­დო­ბე­ბის ბო­ლოს იტი­რა. ქალს სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა იცავ­და, რათა მას­თან ახ­ლოს არ მი­სუ­ლიყ­ვნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ღერ­ლის­გან კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რას ცდი­ლობ­დნენ.

დამ­შვი­დო­ბე­ბა ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე შედ­გა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­ჩე­რენ­კო ახალ ად­გილ­ზე დაკ­რძა­ლეს და არა ტრა­დი­ცი­ულ­ში, სა­დაც დაკ­რძა­ლუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი. "მაგ­რამ ეს იყო ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" - წერს მე­დია.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაკ­რძალ­ვა­ზე შე­ნიშ­ნეს დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის მე­უღ­ლის სვეტ­ლა­ნა მედ­ვე­დე­ვას მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი გვირ­გვი­ნი. გვირ­გვი­ნე­ბი გაგ­ზავ­ნეს ასე­ვე რუ­სე­თის პე­დი­ატრთა კავ­შირ­მა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მოს­კო­ვის სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და კულ­ტუ­რის ფე­დე­რა­ლურ­მა პა­ლა­ტამ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები