ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა - შემდეგი ეტაპი სანქცირებულთა სიაში მოხვედრაა - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა - შემდეგი ეტაპი სანქცირებულთა სიაში მოხვედრაა

უკ­რა­ი­ნის სამ­თავ­რო­პო სა­სან­ქციე პორ­ტალ WAR AND SANCTIONS-ზე ("ომი და სან­ქცი­ე­ბი“) ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი და­სან­ქცი­რე­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით აიტ­ვირ­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რი­სის სა­ხე­ლი­თად არის ატ­ვირ­თუ­ლი.

სან­ქცი­ე­ბის და­დე­ბის სა­ფუძ­ვლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია მისი "მჭიდ­რო კავ­ში­რი რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან.“ კერ­ძოდ, პორ­ტალ­ზე წე­რია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მიზ­ნით ლო­ბი­რებს რუ­სე­თის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის ინ­ტე­რე­სებს რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას­თან, მას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი აკავ­ში­რებს პე­ტერ­ბურ­გის გუ­ბერ­ნა­ტორ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს­თან, რო­მე­ლიც 2011 წლის 31 აგ­ვის­ტო­დან 2018 წლის 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო და აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე, ივა­ნიშ­ვილს საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ანა კუ­ვი­ჩკოს­თან, რო­მე­ლიც 2016 წლის 5 ოქ­ტომ­ბრი­დან 2021 წლის 12 ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი იყო.“

"ივა­ნიშ­ვი­ლი თანმშრომ­ლობს რე­ჟიმ­თან, რო­მელ­მაც გა­ე­როს წეს­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­ამ­ზა­და და ეწე­ვა აგ­რე­სი­ულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ; ომს, რო­მელ­შიც ჩა­დე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - წერს WAR AND SANCTIONS.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­თავ­რო­ბო პორ­ტა­ლი ას­კვნის, რომ სუ­ბი­ექ­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მა­ტე­რი­ა­ლურ ან ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­ზე იმ ქმე­დე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის ან საფრ­თხეს უქ­მნის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.“ (გააგრძელეთ კითხვა)