“ვაი, როგორ მიყვარს, იცით, ჩემი თბილისი? მენატრება... გთხოვთ, არ დამკარგოთ, არ დაგავიწყდეთ“ - იუბილარი ინგა ფერაძე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს, მაკა რაზმაძესთან გულახდილად საუბრობს - კვირის პალიტრა

“ვაი, როგორ მიყვარს, იცით, ჩემი თბილისი? მენატრება... გთხოვთ, არ დამკარგოთ, არ დაგავიწყდეთ“ - იუბილარი ინგა ფერაძე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს, მაკა რაზმაძესთან გულახდილად საუბრობს

“ჩემი იუბილარი ინგა ფერაძე: საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე და მერე ისე ამღერდა, მისი ხმის ძველი ჟღერადობა ისმის უკვე ვიდეოში.

- ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნიაო, არ დამკარგოთო, არ დამივიწყოთო - საქართველოს მოგვმართა!

თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა მისი ოცნება... იქნებ შევძლოთ და შევუსრულოთ. ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში, თუ არ ჩამატანეთ იასამანიო... კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს, ინგა, საყვარელო ჯერ რა დროს იასამანია“ - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­შია. ის ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე დღემ­დე ოც­ნე­ბობს. ინგა ფე­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ის ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

ვიდეო იხილეთ ლინკზე