"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას" - გიორგი გამსახურდია - კვირის პალიტრა

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას" - გიორგი გამსახურდია

ექ­სპრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­და­ზე - მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, არ­ცერთ მტერ­ზე ნაკ­ლე­ბი არ და­უ­შა­ვე­ბია ზვი­ა­დი­სა და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას. რა­საც, დღე­ვან­დე­ლი დღის ჩათ­ვლით აგ­რძე­ლებს. ამ ჯერ­ზე ჩემი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ. ყო­ველ­დღი­უ­რად არ წყდე­ბა მისი აბ­სურ­დუ­ლი სარ­ჩე­ლე­ბი, რო­მე­ლიც ანე­ლებს ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას", - წერს ის "ტვი­ტერ­ზე".

gamsaxurdia2-1685020134.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია თბი­ლის­ში, გა­ლის ქუ­ჩა­ზე, 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ამის შე­დე­გად ის კო­მა­შიც იყო. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკურ­ნა­ლობ­დნენ ჯერ თბი­ლი­სის, შემ­დეგ თურ­ქე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კებ­ში, ამ­ჯე­რად ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დის.