ნიუ-იორკში ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი დააჯილდოვეს - კვირის პალიტრა

ნიუ-იორკში ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი დააჯილდოვეს

13 მაისს New York State Assembly და New York City Hall-ის ეგიდით ჩატარებულ მე-10 საიუბილეო გალაზე, რომელსაც ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი და რამდენიმე საპატიო ქართველი ესწრებოდა, Bellator-ის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი დააჯილდოვეს.

ლევანი, რომელიც პოპულარული ორგანიზაციის ნახევრადსაშუალო წონის მებრძოლია, დაჯილდოვდა, როგორც აშშ-ი მოღვაწე წარმატებული ქართველი.

25052023-1753-1685022872.48_REC.png

ქართველმა ბოლო ბრძოლა 2023 წლის 21 აპრილს ჩაატარა და მაიკლ ლომბარდო 3 რაუნდიან ბრძოლაში დომინანტურად, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

“მინდა ბრძოლა მაიკლ “ვენომ” პეიჯთან ან ნეიმან გრეისისთან. ვიცი, რომ რეიტინგში ჩემზე წინ არიან, მაგრამ მე ტოპ-ბრძოლები მჭირდება”, - განაცხადა ლევანმა გამარჯვების შემდეგ.

სხვათაშორის, საბრძოლო ხელოვნების სამყროში “ვენომი” ძალიან ცნობილი სპორტსმენია, რომელთან შეხვედრა ჩოხელს დიდ პოპულარობას მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ ლევანი საკმაოდ უნივერსალური მებრძოლია, ის თითქმის ყველა ასპექტში თანაბრად განვითარებულია.

“ჩემი გეგმა ყველა რაუნდის კონტროლი იყო. ხელით დარტყმები, იდაყვები, ფეხები, თეიქდაუნები - ყველაფერი გამოვიყენე”, - განაცხადა ლომბარდოს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ჩოხელი ამერიკულ ორგანიზაციაში 2021 წლიდან ასპარეზობს. მას 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. ამჟამად კი ორ სერიან მოგებაზეა და ორგანიზაციის საუკეთესო 10 მებრძოლის სიას უახლოვდება.