რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეზე?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სროლა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
"ინტერპრესნიუსი"