"ჩემს მეგობარ "ქოცებს" მინდა მივმართო:რადგან ნაცების დროს შიშით ხმას ვერ ვიღებდით, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ სრულიად უკონტროლო გახდეს ამ ქალაქში ცხოვრება?" - კვირის პალიტრა

"ჩემს მეგობარ "ქოცებს" მინდა მივმართო:რადგან ნაცების დროს შიშით ხმას ვერ ვიღებდით, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ სრულიად უკონტროლო გახდეს ამ ქალაქში ცხოვრება?"

მომ­ღე­რა­ლი ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ვა­კე­ში, მო­საშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემს მეგობარ "ქოცებს" მინდა მივმართო კითხვით-ცენტრალურ უბანში, დღისით, ერთი თვის მანძილზე,მეორედ, ხალხმრავალ ადგილას სროლა, რომელ პოლიტიკურ მიდგომას გულისხმობს? რადგან ნაცების დროს შიშით ხმას ვერ ვიღებდით, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ სრულიად უკონტროლო გახდეს ამ ქალაქში ცხოვრება?"ყველგან ხდება" არაა არგუმენტი და მაგ უსუსტესი შედარებების მოყვანით ნუ დაიღლით თავს", - წერს ნატალია ქუთათელაძე

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კა­ფე­ში მოხ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ­ჯერ ეს­რო­ლა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კა­ფე­ში დაჭ­რი­ლი პირი ფეხ­ბურ­თე­ლი გუგა ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა პი­როვ­ნე­ბა­ში შე­ე­შა­ლათ.

ის ამ დრო­ის­თვის სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ კა­ფე­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო - 19/108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.