"ქეთი თო­ფუ­რი­ამ პირ­ვე­ლად აღი­ა­რა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იღებ­და მა­მი­ნაც­ვალს" - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიაზე? - კვირის პალიტრა

"ქეთი თო­ფუ­რი­ამ პირ­ვე­ლად აღი­ა­რა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იღებ­და მა­მი­ნაც­ვალს" - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიაზე?

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლის ქეთა თო­ფუ­რი­ას პერ­სო­ნით რუ­სუ­ლი მე­დია მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ყვი­თე­ლი მე­დი­ის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნად აქ­ცევს. ამ­ჯე­რად სა­ი­ტი teleprogramma.pro მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს და მისი ცხოვ­რე­ბის სა­ი­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა.

მე­დია წერს...

ქეთი თო­ფუ­რია ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლია. ტემ­პე­რა­მენ­ტის, ხმის ტემ­ბრის, ნი­ჭის და მი­ზი­დუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­იყ­ვა­ნა ქეთა დი­დე­ბამ­დე.

ქეთი თო­ფუ­რი­ას "რუს ლედი გა­გას" უწო­დე­ბენ, მის ჩაც­მუ­ლო­ბას და ექ­სცენ­ტრი­ულ გა­მოს­ვლებს ცნო­ბი­ლი პოპ დი­ვას მა­ნე­რებს ადა­რე­ბენ. თო­ფუ­რია არის A-Studio ჯგუ­ფის სო­ლის­ტი, სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ბრენ­დის Ketione-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და ორი ულა­მა­ზე­სი შვი­ლის დედა.

ბავ­შვო­ბა: ტრა­გე­დია ოჯახ­ში

ქე­თე­ვან (ქეთა) თო­ფუ­რია და­ი­ბა­და 1986 წლის 9 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ან­დრო და ნა­ტა­ლია თო­ფუ­რი­ე­ბის ოჯახ­ში. დე­დამ, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ე­რი ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა დი­ა­სახ­ლი­სი გამ­ხდა­რი­ყო. მამა სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო და დიდი ხნის ნა­ნატ­რი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

მალე თა­ვი­დან გა­ნი­ხი­ლეს ან­დრო თო­ფუ­რი­ას საქ­მე, რო­გორც არას­წო­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა. ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას ან­დრომ არა­ლე­გა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. ქე­თას არ უყ­ვარს ამ თე­მის სა­უ­ბა­რი და მა­მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ნა­თელ მო­გო­ნე­ბებს ინა­ხავს.

თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბი­სას, გო­გო­ნა ქუ­ჩა­ში შე­ნიშ­ნეს და მისი მა­ნე­რე­ბის წყა­ლო­ბით. სა­მო­დე­ლო სკო­ლა­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც ოთხი წელი სწავ­ლობ­და. ერთ დღეს, თო­ფუ­რი­ე­ბის სახ­ლში მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­მა ვო­კა­ლის პე­და­გოგ­მა და­ა­კა­კუ­ნა და სთხო­ვათ, გო­გო­ნა გოგი სუდ­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში გა­ეგ­ზავ­ნათ. 12 წლის ასაკ­ში გო­გო­ნამ პირ­ვე­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო Sea of ​​Friendship სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და პირ­ვე­ლი ლევი

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქეთა თო­ფუ­რი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბას 2005 წლი­დან, მისი მოს­კოვ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ადევ­ნე­ბენ თვალს და მხო­ლოდ 2010 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­თან. მა­მა­კა­ცი ქე­თას მე­გობ­რებ­მა გა­აც­ნეს.

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა მომ­ღერ­ლის მამა. მა­მის ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლურ­მა დე­ტა­ლებ­მა, რო­მელ­მაც პრე­სა­ში გა­ჟო­ნა, თო­ფუ­რია ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­და. ის უკვე ემ­ზა­დე­ბო­და ქორ­წი­ლის­თვის, მაგ­რამ მომ­ხდა­რის გამო, ქორ­წი­ლი 2013 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის გა­და­დო.

ორი წლის შემ­დეგ, ლოს-ან­ჯე­ლე­სის კლი­ნი­კა­ში ქეთი თო­ფუ­რი­ამ გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ოლი­ვია და­არ­ქვეს.

ახა­ლი სკან­და­ლი, ახა­ლი მა­მა­კა­ცი

რო­გორც კი ქეთი თო­ფუ­რი­ას მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ჩა­ცხრა, 2016 წლის შუა რი­ცხვებ­ში მომ­ღე­რა­ლი ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ას და რე­პე­რი გუ­ფის რო­მან­ზე და­წე­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად წყვილ­მა ეს ფაქ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყვეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მომ­ღე­რა­ლი ჯერ კი­დევ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მაგ­რამ, მალე თო­ფუ­რი­ამ ლევ გე­იხ­მან­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. 2017 წელს ქეთი თო­ფუ­რია ოლი­ვი­ას მა­მას და­შორ­და.

იხილეთ სრულად