"ალისას დედიკოს კაბა აცვია" - სოფო ნიჟარაძემ შვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა
სოფო ნიჟარაძემ ალის მარია სააკაშვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გოგონას მისი კაბა აცვია.
სოფო ნიჟარაძე 3 წლის წინ დედა გახდა, მან ამერიკაში იმშობიარა და გოგონას ალისა დაარქვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ 2 წლის წინ სოციალურ ქსელში თავად სააკაშვილმა დაწერა.
მომღერალი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ხოლმე. შვილის ახალ ფოტოზე დაწერა, რომ ალისას მისი კაბა აცვია.