"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია? - კვირის პალიტრა

"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც კვლავ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ეხე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტ­ნეს დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თის, რომ მის­მა შვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი მკი­ურ­ნა­ლო­ბა ვერ მი­ი­ღოს.

რო­გორც ანა ჯა­ბა­უ­რი წერს, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში, ცოტ­ნეს სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად და მისი კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

"ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დარ­ჩა ცო­ცხა­ლი. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს. არ და­ნებ­და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ გარ­თუ­ლე­ბებ­საც.მე­ო­თხე წე­ლია იბ­რძვის სი­ცო­ცხლის­თვის. ვიბ­რძვით ჩვენც. ყო­ველ ჩა­სუნ­თქვას ვა­ყუ­რა­დებთ, მი­ლი­მეტრ წინსვლას ოჯა­ხურ ზე­ი­მად ვაქ­ცევთ, კვლე­ვის პა­სუ­ხებს გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ვე­ლით, ყვე­ლა კა­პიკს მის­თვის ვზო­გავთ... ზუს­ტად ისე ვუვ­ლით, რო­გორც ჩვილს, ზოგ­ჯერ მე­ტა­დაც. იმი­ტომ რომ ვი­ცით - ერთი წუ­თით მო­დუ­ნე­ბაც ხე­ლი­დან გა­მოგ­ვაც­ლის. გა­დის წლე­ბი. გვეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, დაგ­ვეხ­მა­რა ქარ­თუ ფონ­დი. და­ი­ხარ­ჯა მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი. ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი და ლი­მი­ტი.

მხო­ლოდ ჩვენს ბრძო­ლას ვერ ექ­ნე­ბა ვერ­ცერ­თი, ძა­ლი­ან მინ­და ვთქვა: ბრძო­ლას ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის­თვის, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის­თვის...და და­ვამ­თავ­რო.

მაგ­რამ ვაგ­რძე­ლებ: ბრძო­ლას სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, ბრძო­ლას პრო­კუ­რა­ტუ­რებ­ში, ბრძო­ლას ცოტ­ნეს სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად, ბრძო­ლას ცოტ­ნეს კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის­თვის, ბრძო­ლას ცოტ­ნეს ღირ­სე­ბის­თვი­საც კი, და, რაც მთა­ვა­რია, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე ცოტ­ნეს ხვა­ლინ­დე­ლი დღე სა­თუ­ოა. და, რო­მელ­თა გა­მუდ­მე­ბუ­ლი დაბ­ლოკ­ვა ხდე­ბა... დე­დის­გან... გა­მუდ­მე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ყვე­ლა მე­თო­დით...გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ტრა­გი­კუ­ლი ბედი. ამა­ზეა ლა­პა­რა­კი ქვე­მო­თაც" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

ოჯა­ხურ და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა კონ­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აც:

"მე­გობ­რე­ბო, გი­ორ­გიმ, ჩემ­მა ძმამ, ანამ, ცოტ­ნეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა პარტნი­ორ­მა და მე ამ ჯერ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, თი­თო­ე­ულ­მა და­წე­როს სა­კი­თხის შე­სა­ხებ ისე, რო­გორც გრძნობს და ხე­დავს სა­კითხს.ცოტ­ნე უკვე სამ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. დიახ, არის ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რის საქ­მის კურ­სშიც არა­ერ­თხელ ჩაგ­ვი­ყე­ნე­ბი­ხართ, თუმ­ცა იქამ­დე, ვიდ­რე ლა­პა­რაკს, ფეხ­ზე დად­გო­მას და სი­ა­რულს ვერ შეძ­ლებს, მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.ამი­ტო­მაც ყო­ვე­ლი ასე­თი დღე ჩემ­ში უმ­ძი­მეს გან­ცდას ტო­ვებს, გინ­დაც იყოს გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მხრივ. ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა მეტი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და უფრო მკვეთ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით. გააგრძელე კითხვა