როგორია ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდის, გუგა ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, მირცხულავას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
ცნობისთვის, 25 მაისს, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად ერთი პირი - გუგა ფირცხალავა დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
IPN