ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები - რა ხდებოდა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში სროლის შემდეგ? - კვირის პალიტრა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები - რა ხდებოდა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში სროლის შემდეგ?

25 მაისს ვა­კე­ში სრო­ლა იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კა­ფე­ში მოხ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ­ჯერ ეს­რო­ლა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კა­ფე­ში დაჭ­რი­ლი პირი ფეხ­ბურ­თე­ლი გუგა ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა პი­როვ­ნე­ბა­ში შე­ე­შა­ლათ.

ის ამ დრო­ის­თვის სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

"ვის­ხე­დით კოფი-შოფ­ში, გა­ვი­გო­ნე სრო­ლის ხმა ერთი, ორი, და­ვაწ­ვი­ნე ბავ­შვი ია­ტაკ­ზე, და­ვა­წე­ქი ზე­მო­დან. მე­სა­მე, მე­ო­თხე, მე­ხუ­თე სრო­ლის ხმაც მახ­სოვს. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ქვე­მოთ რომ ვი­წე­ქი, ჩვენს წინ ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ვი­ნა­ხე რომ გარ­ბო­და ძა­ლი­ან სწრა­ფად" - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)