"ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია, თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს" - რა განმარტებას აკეთებენ "ქართულ ოცნებაში" გავრცელებულ კადრებზე? - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია, თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს" - რა განმარტებას აკეთებენ "ქართულ ოცნებაში" გავრცელებულ კადრებზე?

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ცე­რე­მო­ნი­ებ­ზე დას­წრე­ბის­გან წლე­ბია თავს რომ იკა­ვებს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი გრძე­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფოტო და ვი­დე­ო­კად­რებს, სა­დაც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე აუზ­ზე და სპორტდარ­ბაზ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვილ სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა ყვე­ლა უმაღ­ლე­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი! ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ცე­რე­მო­ნი­ებ­ზე დას­წრე­ბის­გან წლე­ბია თავს რომ იკა­ვებს, ვი­თომ ახლა გა­ი­გეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგი­ვე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, მა­შინ რა­ტომ არ შე­იმ­ჩნი­ეს? სპორტდარ­ბა­ზი­დან და აუ­ზი­დან ფოტო ან ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ ქონ­დათ და იმი­ტომ?

არა, იმი­ტომ რომ მარ­თლა უსამ­შობ­ლო აგენ­ტე­ბი არი­ან და რითი გა­და­ფა­რონ დღე­ვან­დე­ლი დღის უდი­დე­სი პო­ზი­ტი­ვი, მა­გა­ზე არი­ან და­გე­ში­ლე­ბი. ხან ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა­ზე უბინ­ძუ­რე­სი სპე­კუ­ლა­ცი­ით სცა­დეს და ხან ერთი სა­ა­თით სპორ­ტკომ­პლექსში მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნით, რომ­ლის ორ­გა­ნუ­ლი ზი­ზღი და შიში აქვთ. მათი აგენ­ტო­ბის და ამაზ­რზე­ნო­ბის მთა­ვა­რი მამ­ხი­ლე­ბე­ლია და იმი­ტომ! და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბო­ი­კოტს დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად რომ უცხა­დებს ამ დღეს წლე­ბია, თან მიწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ამა­ზე რა­ტომ არა­ვინ იღებთ ხმას?

პ. ს. ლяკა ხოშ­ტა­რია რისი მკად­რე­ბე­ლია ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ რა ბინ­ძუ­რი უნდა იყო “პო­ლი­ტი­კო­სი”, სა­კუ­თა­რი დედა რომ შე­უშ­ვა სპორტდარ­ბაზ­ში და აუზ­ზე (ორ ნა­ცაქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად) კო­ბა­ხი­ძის­თვის ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­და­სა­ღე­ბად. @ელე­ნე ხოშ­ტა­რია ( არ ითა­გე­ბი და გად­მოგ­ცე­მენ ) კა­გე­ბეს მე­თო­დებ­შია ეგეც?!" - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

ფოტო აუზზე იხილეთ - ambebi.ge