"მადლობა პრეზიდენტს, რომ დაგვაფასა, თუმცა დაუფასებლები არც არასდროს ვყოფილვართ" - გიორგი ანწუხელიძის მეუღლის პასუხი პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"მადლობა პრეზიდენტს, რომ დაგვაფასა, თუმცა დაუფასებლები არც არასდროს ვყოფილვართ" - გიორგი ანწუხელიძის მეუღლის პასუხი პრეზიდენტს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლემ, პრე­ზი­დენტს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, რომ დაგ­ვა­ფა­სა, თუმ­ცა და­უ­ფა­სებ­ლე­ბი არც არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის მი­მართ და ამი­ტომ მას მად­ლო­ბას ვუხ­დი. არ ვე­ლო­დი, გა­მიკ­ვირ­და" - ამ­ბობს მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.რო­გორც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს ის დღეა, როცა ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, გა­მო­სა­ვა­ლი ვე­ძე­ბოთ და მო­მავ­ლის იმე­დი და­ვიბ­რუ­ნოთ.

"ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხებს. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ თქვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. გა­უ­გე­ბა­რია, როცა ევ­რო­პას და ამე­რი­კას ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლებ, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მცდე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას, გარ­ყვნი­ლე­ბას და მა­ინც, სა­კუ­თარ შვი­ლებს, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში უშ­ვებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ახალ თა­ო­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უს­პობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი და და­ვიბ­რუ­ნოთ მო­მავ­ლის იმე­დი. სი­ძულ­ვი­ლის ენამ, და­პი­რის­პი­რე­ბამ, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა შეც­ვა­ლა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს ასუს­ტებს.

ვა­ჟას სხვა სი­ტყვე­ბიც უნდა გვახ­სოვ­დეს - „ციხე რომ შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, მა­შინ იმარ­ჯვებს მტე­რია“, სწო­რედ ესაა ქარ­თვე­ლო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და ჩვე­ნი­ვე ნე­ბით. ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ერმა, რო­გორ უნდა და­ი­ჯე­როს, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს კარგ, ან ცუდ საქ­ცი­ელ­ზე, ან რო­მე­ლი­მე კარგ, თუ ან ცუდ გან­ცხა­დე­ბა­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­და სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­ზე. რა იყო უკ­რა­ი­ნა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, როცა რუ­სეთ­მა ომი და­ი­წყო. ვინც ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თი ტე­რი­ტო­რი­ებს დაგ­ვიბ­რუ­ნებს ჩვე­ნი დათ­მო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მას ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან არა­ფე­რი უს­წავ­ლია. ან კი­დევ, რო­გორ და­ვი­ჯე­როთ, რომ ოკუ­პან­ტი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავ­დეს.

უპა­ცი­ას და იმა­საც ვხე­დავთ, რომ მსოფ­ლიო იც­ვლე­ბა, რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი დამ­სხვრე­უ­ლია და ხვა­ლინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. დღეს, 26 მა­ი­სია და ჩვენს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს მინ­და ვუ­სურ­ვო ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და გამ­თლი­ა­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ambebi.ge