გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი სტადიონთან დამარხული იპოვეს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი სტადიონთან დამარხული იპოვეს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, სამდღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი დამარხული იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.

„20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დედოფლისწყაროდან იყო. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა.

ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

IPN