"ბა­ბუა ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდებს სუფ­რა გა­უ­შა­ლა და სა­ღა­მოს მარ­ტო და­ტო­ვა. დი­ლით კი შე­ამ­ჩნია, რომ 1 ადა­მი­ა­ნი აკ­ლდათ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, სტადიონთან დამარხული 20 წლის ბიჭის ამბავზე? - კვირის პალიტრა

"ბა­ბუა ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდებს სუფ­რა გა­უ­შა­ლა და სა­ღა­მოს მარ­ტო და­ტო­ვა. დი­ლით კი შე­ამ­ჩნია, რომ 1 ადა­მი­ა­ნი აკ­ლდათ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, სტადიონთან დამარხული 20 წლის ბიჭის ამბავზე?

ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ლეღ­ვა­ში, სკუ­რას და­სახ­ლე­ბა­ში, სტა­დი­ონ­თან და­მარ­ხუ­ლი 20 წლის ბი­ჭის ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ambebi.ge - სთან აცხა­დე­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 3 პირი და­ა­კა­ვა. კერ­ძოდ, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის - 2. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დენ­მა პირ­მა, 20 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლამ­დე, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტის იმ პი­რის ბა­ბუ­ას ესა­უბ­რა, ვის სახ­ლშიც 4 ახალ­გაზ­რდა და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბა­ბუა ჰყვე­ბა, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში სწავ­ლობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან და 4 სხვა მე­გო­ბარ­თან ერ­თად, და­სას­ვე­ნებ­ლად 5 დღით ჩა­მო­ვი­და.

რო­გორც ბა­ბუა ამ­ბობს, მან ახალ­გაზ­რდებს სუფ­რა გა­უ­შა­ლა და სა­ღა­მოს მარ­ტო და­ტო­ვა. დი­ლით კი შე­ამ­ჩნია, რომ ახალ­გაზ­რდებს 1 ადა­მი­ა­ნი აკ­ლდათ. ჩა­მოს­ვლი­დან 3 დღის შემ­დეგ კი, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და კვლავ ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­და.

რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ მის­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს. ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც ბა­თუ­მი­დან იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ას უთხრეს, რომ მათ­მა და­კარ­გულ­მა მე­გო­ბარ­მა წას­ვლა მო­ი­სურ­ვა და ის წი­თე­ლი ტაქ­სით გა­ა­ცი­ლეს.

სწო­რედ ამის შემ­დეგ გაქ­რა ბი­ჭის კვა­ლი, შემ­დეგ კი 20 წლის ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი და­მარ­ხუ­ლი იპო­ვეს.

რო­გორც ბა­ბუა ჰყვე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი და მისი შვი­ლიშ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი და კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. იხილეთ სრულად