"სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ" - ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს - კვირის პალიტრა

"სოფლის სარწყავ არხში ჩააგდეს და ჩააბეტონეს... დედამისს მისი ტელეფონიდან წერდნენ" - ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კახეთში სასტიკად მოკლეს

რუს­თა­ვე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც 4 თვის წინ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოკ­ლეს და შემ­დეგ მისი ცხე­და­რი ჭაში ჩა­ა­ბე­ტო­ნეს, 26 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს იც­ნობ­და. მათ მირ­ზაშ­ვი­ლი ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში წა­იყ­ვა­ნეს და ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი­სას მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი სოფ­ლის მო­შო­რე­ბით, ჭაში ჩა­აგ­დეს, ჭა კი ქვე­ბი­თა და ბე­ტო­ნით ამო­ავ­სეს.ცნო­ბი­ლია, რომ მირ­ზაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თმა პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულს შო­რის ერთ-ერთი სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­დან არის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი რუს­თა­ვი­დან სა­ქე­ი­ფოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რა დრო­საც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"უჩხბი­ათ და ამ ჩხუ­ბის შემ­დეგ მოდა მკვლე­ლო­ბა, სოფ­ლის ბო­ლო­ში სარ­წყა­ვი არ­ხის ჭაში ჩა­აგ­დეს ქვა-ღორ­ღი და­ა­ყა­რეს და და­ა­ბე­ტო­ნეს" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. (გააგრძელეთ კითხვა)