"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე - კვირის პალიტრა

"ჩემი სამოთხე იქ არის, გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე" - ეკა მჟავანაძე განახლებულ დედულეთზე, ჩცდ-სა და მსახიობი მამის ასრულებულ ოცნებაზე

მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ჩვენ­ში ცნო­ბი­ლი კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რია. მის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნოს თით­ქმის არა­ვინ იღებს. ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ ზუს­ტად იცის, მსა­ხი­ო­ბე­ბის როლ­ზე შერ­ჩე­ვა. ამ საქ­მის უკვე 18-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მა­სობ­რი­ვად მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ იც­ნო­ბენ. ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ „ჩცდ“ მალე მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც კას­ტინგ-მე­ნე­ჯერ­თან სწო­რედ „ჩცდ“-ს შე­სა­ხებ და­ვი­წყეთ.

ეკა მჟა­ვა­ნა­ძე:

- კი, და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ჯერ ერთი სე­რი­აა და­წე­რი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა და გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს და ვერც თქვენს მკი­თხველს ჯერ ვე­რა­ფერს ვე­ტყვით. ასე­თი პა­უ­ზის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბას ცოტა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი აქეთ-იქით მი­მო­ი­ფანტნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვცდი­ლობთ, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხით წარვდგეთ.

- მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხომ არ მოხ­დე­ბა?

- ჩვე­ნი პრინ­ცი­პი ასე­თია, - მსა­ხი­ო­ბებს არ ვი­მე­ო­რებთ, მუდ­მი­ვად ახალ სა­ხეს ვე­ძებთ. ამი­ტომ თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ლა­მის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბებს აქვს "და­ქა­ლებ­ში“ ნა­თა­მა­შე­ვი. ამ მხრივ რო­გორც კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერს უკვე მი­ჭირს ხოლ­მე, მსა­ხი­ო­ბის პოვ­ნა, რად­გან დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობთ. ცოტა ხნის წინ ერთ მსა­ხი­ობ­თან სა­უ­ბა­რი მქონ­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­დის. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. და­ვე­ლო­დოთ.

- ალ­ბათ "და­ქა­ლებ­ზე" მუ­შა­ო­ბა მო­გე­ნატ­რათ...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­კა­ვებს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, ამ სე­რი­ალ­ზე ვინ რას ამ­ბობს და ფიქ­რობს, "ჩცდ“ მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა. სხვა სე­რი­ა­ლებ­ზე, არ­ხებ­ზე, ჯგუ­ფებ­თან მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ისე, რო­გორც „ჩცდ“-მ ვერც ერ­თმა გა­ა­მარ­თლა. ღმერ­თმა ქნას, კი­დევ ახალ-ახა­ლი სე­რი­ა­ლე­ბი სხვებ­მაც გა­და­ი­ღონ, მაგ­რამ ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, ამ­დე­ნი ხანი რო­მე­ლი­მემ იცო­ცხლოს. კი, „და­ქა­ლებ­მა“ გა­ა­კე­თა ის, რაც ჯერ სხვა ნა­მუ­შე­ვარს არ გა­უ­კე­თე­ბია... ზოგ­ჯერ არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა, მაგ­რამ არ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ყვე­ლას თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს... მთა­ვა­რია, ვი­მუ­შაო და ვიყო მარ­თა­ლი იმ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ვინც სე­რი­ალს უყუ­რებს. რა ვუ­ყოთ, ვი­ღაც უყუ­რებს და ვი­ღაც - არა. კო­მენ­ტა­რე­ბიც და აზ­რიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­მო­ი­ლე­ვა. იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, მა­გით თავს ვერ და­ვიღ­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)