ულამაზესი ქართველი მოდელის იტალიური ქორწილი - თაკო ნაცვლიშვილი გათხოვდა: ფოტოები ცერემონიიდან
ულამაზესი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ოთო ხუროძეა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძლის თეთრ კაბას შთამბეჭდავი შლეიფი ამშვენებდა.
წყვილმა ჯვარი ქართულ ტაძარში დაიწერეს. ცერემონიის ფოტოებს იტალიიდან თაკოს მეგობრები სოციალურ ქსელში აზიარებენ:
რამდენიმე დღის წინ თაკომ კახეთში წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. ფოტოებში ჩანდა, რომ მეგობრებს ყველას თეთრი ფერის ტანსაცმელი ეცვათ. ერთ-ერთ ფოტოზე, თაკოს მეგობარი მომავალ პატარძალზე წერდა: ყველაზე ლამაზი პატარძალი.
თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე რამდენიმე წელია რაც შეყვარებულები არიან. (იხილეთ ფოტოები)