"პრეზიდენტი სიტყვით ევროპის გზას მიუყვება და საქმით რუსულ თვითმფრინავში ზის" - მაია ასათიანი - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი სიტყვით ევროპის გზას მიუყვება და საქმით რუსულ თვითმფრინავში ზის" - მაია ასათიანი

ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, რომ უერ­თდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­გეგ­მილ აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით იმარ­თე­ბა.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ევ­რო­პის გზას ად­გას, თუმ­ცა საქ­მით სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს.

"ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ პრე­ზი­დენ­ტის ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სი­ტყვით ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პის გზას მი­უყ­ვე­ბა და იმ თვითმფრი­ნავ­ში ზის, რუ­სე­თი­დან რომ მოფ­რი­ნავს.

ამი­ტომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რომ ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ სი­ტყვა, ეს არის საქ­მე. მას შე­უძ­ლია ნი­კას შე­წყა­ლე­ბა. გუ­შინ თქვა, რომ მთა­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. დიახ, "მთა­ვა­რის" მთა­ვა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ახლა მთა­ვა­რი არ არის და მას შე­უძ­ლია ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოს" - აღ­ნიშ­ნა მაია ასა­თი­ან­მა "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას. (წყარო)