"ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბელორუსი ოპოზიციონერი? - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბელორუსი ოპოზიციონერი?

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ცეპკალომ.

"ინტერპრესნიუსი"