წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს - კვირის პალიტრა

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN თურქულ გამოცემა Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დათვლილი ხმების 35.81%-დან ერდოღანს 58% აქვს, მაშინ, როცა მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმების 42% აქვს. წინასწარი ინფორმაციით ამომრჩეველთა აქტიურობამ 84.57% შეადგინა.

ოფიციალური შედეგები თურქეთის არჩევნების უმაღლესი საბჭოს მიერ მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.

თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა.

IPN