"2008 წლის შემდეგ ბინა გადმოგვცეს, რომელიც..." - რას ამბობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე - კვირის პალიტრა

"2008 წლის შემდეგ ბინა გადმოგვცეს, რომელიც..." - რას ამბობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა იტა­ლი­ურ ეზო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. კაცი წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ოჯა­ხი ამ­ჟა­მად ცხოვ­რობ­და სახ­ლში, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი ფან­ჯა­რა ჰქონ­და. ფოტო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, გა­მოთ­ქვეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა თან­ხა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ოჯახს სახ­ლს შე­უ­ძენ­დნენ. მთავ­რო­ბას კი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ამ ადა­მი­ან­მა ფოტო წა­შა­ლა. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა დო­მე­ნიკ მან­გომ კი და­ა­ნონ­სა, რომ ამ სა­კითხს თა­ვად მი­ხე­დავ­და, თუმ­ცა თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ წერს.

"ან­წუ­ხე­ლი­ძის ოჯა­ხი თურ­მე უმ­ძი­მეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს. სახ­ლში, რო­მელ­საც ფან­ჯრე­ბიც კი არ აქვს. ამ სა­კითხს ჩვენ ერ­თად მივ­ხე­დავთ, გმი­რე­ბი ამას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ", - წერ­და დო­მე­ნიკ მან­გო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ხდარს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ ცხოვ­რობს ოჯა­ხი აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში. მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე:

"არა­სო­დეს ვსა­უბ­რობ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩემს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მხარ­ში მიდ­გა­ნან. თავს მარ­ტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზო­ში თბი­ლის­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

2008 წლის შემ­დეგ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ბინა გად­მოგ­ვცა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის გამო გა­ვას­ხვი­სეთ. ახ­ლა­ხან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან კვლავ გა­კეთ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის გად­მო­ე­ცათ ბინა. სხვა ეზო­შიც მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გი­მას­პინ­ძლოთ.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის სით­ბოა, რო­მელ­საც გი­ორ­გის კო­ლე­გებს შო­რის ვგრძნობ სამ­სა­ხურ­ში.“

ambebi.ge