"დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ" - უკრაინელი მოდელის პროტესტი კანის კინოფესტივალზე
უკრაინელმა მოდელმა ალინა ბაიკოვამ 2023 წლის კანის კინოფესტივალზე თამამი განცხადება გააკეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ალინას წითელ ხალიჩაზე მოკლე კაბა ეცვა წარწერით: "F*** YOU PUTIN”.
34 წლის მოდელი ადგილიდან დაცვის ხუთმა თანამშრომელმა გაიყვანა.
მისი პროტესტის კადრები სოციალურ ქსელში მალე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით ბაიკოვამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "აი უკრაინის "რეალური მხარდაჭერის“ მტკიცებულება!
დამაკავეს და ხალიჩის დატოვება მთხოვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურს", - წერს მოდელი.
ცნობისთვის, 2023 წლის კანის კინოფესტივალზე რუსული ფილმების ჩვენება აკრძალულია. გააგრძელეთ კითხვა