"უდიდესი სიხარული და ბედნიერება ყოფილა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ!" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინი შერმადინი აშშ-დან? - კვირის პალიტრა

"უდიდესი სიხარული და ბედნიერება ყოფილა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ!" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინი შერმადინი აშშ-დან?

მომღერალი, ნინი შერმადინი წლებია, აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას იქ განაგრძობს. ამჯერად ნინი სოციალურ ქსელში მისი მოსწავლის მიერ შესრულებულ სიმღერასა და საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:

"დღეს პირველად ვიამაყე როგორც მასწავლებელმა ❤️

თემუკას დებიუტი მილენიუმის დიდ სცენაზე, ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ ❤️🙏

უდიდესი სიხარული და ბედნიერება ყოფილა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ!

წარმატებები ჩემო ჭკვიანო, ნიჭიერო, წესიერო და ლამაზო! Tamari Japaridze George Motsonelidze დიდი მადლობა ნდობისთვის❤️🙏" - წერს ნინი.