როგორ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა? - რას ამბობს ევროკავშირის ელჩი? - კვირის პალიტრა

როგორ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა? - რას ამბობს ევროკავშირის ელჩი?

ცხადია, ჩვენი გადმოსახედიდან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც დემარში გადასცა.

ელჩის თქმით, ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა საჭიროებდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

"სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. ამიტომაც, დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდეს პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოგვახსენა არგუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიახაზები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული, არ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ, ამას უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია. მსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ყველა ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ვე წევრი ქვეყნის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინფორმაციას რაიმე დისკუსიებზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი იმართებოდეს.

ცხადია, ეს განვითარება არ არის პოზიტიური რამ ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადასაწყვეტია განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"