"სოსო მძიმე სენს ებრძვის, ცოცხალია და სახლში იმყოფება" - რას ამბობენ სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელებულ ტყუილზე მისი მეგობრები?
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
Ambebi.ge-ის ინფორმაციით ეს ცნობა ყალბია. ჯაჭვლიანი ცოცხალია, ამის შესახებ მისმა ახლობლებმა და ნათესავმა გვითხრეს.
"ტყუილია, ვიღაცებს გაუვრცელებიათ ფეისბუქში, რა წესია, რა უბედურებაა. ადამიანი ცოცხალია და ნეკროლოგს უწერ, რა უბედურებაა. ეს საქციელი საზოგადოების დაზაფრვას ემსახურება, იმასაც, რომ ბოროტება სულში უზით. სოსო მძიმე სენს ებრძვის, მადლობა ღმერთს, ცოცხალია და კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა.
გადაამოწმონ მაინც ინფორმაცია და ისე დაწერონ", - ამბობს Ambebi.ge-სთან სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, პოეტი ერეკლე საღლიანი. იხილეთ სრულად