"როგორ შეძელი ეს ასე პატარამ?!" - ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე ვიდეორგოლს "ტაიმზ-სკვერის" მთავარ ეკრანზე აჩვენებენ (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"როგორ შეძელი ეს ასე პატარამ?!" - ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე ვიდეორგოლს "ტაიმზ-სკვერის" მთავარ ეკრანზე აჩვენებენ (ვიდეო)

სიმ­ღე­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კონ­კურ­სში, American Idol-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გრძელ­დე­ბა.

ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და ნუ­ცას ახა­ლი სიმ­ღე­რის ALIVE-ის აკუს­ტი­კუ­რი ვერ­სია, რო­მელ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ორ­გოლ­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას დიდ ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ.

ვი­დე­ოს აჩ­ვე­ნე­ბენ მათ შო­რის, ნიუ-იორკში, ტა­იმზ-სკვერ­ზე.

მომ­ღე­რალ­მა ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს გა­უ­ზი­ა­რა.

ნუ­ცას ფა­ნე­ბი მი­სით ამა­ყო­ბენ და სა­ქებ სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ.

"აი, რა ვთქვა, არ ვიცი! შენ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე კი არ ხარ მხო­ლოდ, იმე­დი გახ­დი ბევ­რი ბავ­შვის­თვის, მა­გა­ლი­თი გახ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იშ­რო­მო და გა­მო­გი­ვი­დეს, რო­გორ შე­ძე­ლი ეს ასე პა­ტა­რამ, ასე სუფ­თად რო­გორ იცხოვ­რე და რო­გორ გა­მო­გი­ვი­და?! გვიყ­ვარ­ხარ, ნუცა!"

"ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­გან, სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნია, ბევ­რი, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­იზ­რდე­ბა ნუ­ცას სა­მო­ტი­ვა­ციო ვი­დე­ო­ებ­ზე. წარ­მა­ტე­ბუ­ლი უკვე ხარ, რად­გან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გჯე­რა და უამ­რავს მუ­შა­ობ ამის­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სა­ფე­რე­ბე­ლი სი­ტყვა მინ­და დავ­წე­რო".

"ნუცა სა­ოც­რე­ბა ხარ.... გული სი­ა­მა­ყით მაქვს სავ­სე, ჩვე­ნი ბრი­ლი­ან­ტი ხარ, შენ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა და­ი­წყო კაშ­კა­ში, ჩვე­ნო უნი­ჭი­ე­რე­სო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ მალე დიდი სცე­ნი­დან კი­დევ ერთხელ გა­აც­ნობ მთელ მსოფ­ლოს შენს უსაყ­ვარ­ლეს, ულა­მა­ზეს, ბაღ­ნარ სამ­შობ­ლოს და იტყვი I am from Georgia და ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი დარ­ბა­ზი", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ნახეთ ვიდეო