8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თინა კანდელაკისა და მისი მეუღლისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით "ტელეგრამარხების" 3 ადმინისტრატორს - კვირის პალიტრა

8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თინა კანდელაკისა და მისი მეუღლისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით "ტელეგრამარხების" 3 ადმინისტრატორს

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თინა კან­დე­ლა­კი­სა და მისი მე­უღ­ლის, სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცია "როს­ტე­კის" და­ვა­ლე­ბა­თა დი­რექ­ტორ ვა­სილ ბროვ­კოს­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" 3 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი გა­ა­სა­მარ­თლეს. მათ 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მოს­კო­ვის ხა­მოვ­ნი­ჩეს­კის სა­სა­მარ­თლომ მი­უ­სა­ჯა.

"ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" სამ ყო­ფილ ად­მი­ნის­ტრა­ტორს - ალექ­სეი სლო­ბო­დე­ნი­უკს, ევ­გე­ნი მოსკვინს და ვლა­დის­ლავ მა­ლუ­შენ­კოს სას­ჯე­ლის მოხ­და მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წევთ. სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 163-ე მუხ­ლით ("გა­მო­ძალ­ვა“), თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას­თან ერ­თად, 500 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მაც და­ე­კის­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წელს სლო­ბო­დე­ნი­უკ­მა, მოსკვინ­მა და მა­ლუ­შენ­კომ სა­ჯა­რო პი­რე­ბის­გან ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბი იყი­დეს, სა­დაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი პოს­ტე­ბი ვა­სი­ლი ბროვ­კო­სა და მისი მე­უღ­ლის თინა კან­დე­ლა­კის შე­სა­ხებ. რო­დე­საც ბროვ­კოს თა­ნა­შემ­წემ მი­მარ­თა ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს, მათ პოს­ტე­ბის წაშ­ლის სა­ნაც­ვლოდ, 470 ათა­სი რუბ­ლი მო­ი­თხო­ვეს.

რუ­სეთ­ში "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე საქ­მეა აღ­ძრუ­ლი.

ambebi.ge