Red wings-მა, რომელიც ივნისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს, ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი დაამატა
რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა, რომელიც ივნისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს, ქვეყნების ჩამონათვალში - „აფხაზეთი“ დაამატა.
კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - flyredwings.com - ქვეყნების ჩამონათვალში - აფხაზეთი დღეს გამოჩნდა. მანამდე, კერძოდ, 18 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენებზე ოპერირების უფლება მიანიჭა, აფხაზეთი ჩამონათვალში არ იძებნებოდა.
