"10 წლის ვი­ყა­ვი, როცა და­თუ­ნა გა­ვი­ცა­ნი, და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ... 14 წლისა ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ეს ამ­ბა­ვი გვი­ან გა­ვი­გე..." - კვირის პალიტრა

"10 წლის ვი­ყა­ვი, როცა და­თუ­ნა გა­ვი­ცა­ნი, და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ... 14 წლისა ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ეს ამ­ბა­ვი გვი­ან გა­ვი­გე..."

არქივი, სტატია გამოქვეყნებულია 2014 წელს, ჟურნალში "გზა"

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, 15-19 წლის ასა­კის 16 მი­ლი­ო­ნი გო­გო­ნა აჩენს ბავ­შვს. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რად­გან ამ ასა­კის ყო­ვე­ლი 1000 გო­გო­ნა­დან სა­შუ­ა­ლოდ, 39 მშო­ბი­ა­რობს, რე­გი­ო­ნებ­ში (უფრო მე­ტად - კა­ხეთ­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში) ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი კი­დევ უფრო და­ბა­ლია (გან­სა­კუთ­რე­ბით, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში), მაგ­რამ მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღ­რი­ცხვა ვერ ხდე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ, რად­გან ვი­ცით, რომ გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე, მო­ზარ­დი ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას აგ­რძე­ლებს და ნა­ად­რე­ვი ორ­სუ­ლო­ბა გო­გო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქორ­წი­ნე­ბა 16 წლამ­დე მო­ზარ­დებს შო­რის აკ­რძა­ლუ­ლია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც 13-14 წლის ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბის სურ­ვილს ცუდი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ამარ­თლე­ბენ. რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის ციფ­რი შე­იძ­ლე­ბა, იმის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რამ­დე­ნი მო­ზარ­დი ვერ ამ­თავ­რებს სა­ჯა­რო სკო­ლას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი კი და­ახ­ლო­ე­ბით 7300 მო­ზარ­დია, სწავ­ლის შე­წყვე­ტის ძი­რი­თად მი­ზე­ზად კი ქორ­წი­ნე­ბას ან ნა­ად­რევ ასაკ­ში მშო­ბი­ა­რო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

ომ­ბუდსმე­ნის თქმით, ნა­ად­რე­ვი გა­თხო­ვე­ბა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბად უნდა აღიქ­მე­ბო­დეს. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი, ჯერ კი­დევ ბავ­შვე­ბი, ასა­კით გა­ცი­ლე­ბით უფ­როს მა­მა­კა­ცებ­ზე თხოვ­დე­ბი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლის გა­ჩე­ნაც ად­რე­ულ ასაკ­ში უწევთ. ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლის სიკ­ვდი­ლი­თაც კი მთავ­რდე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აბორ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მკვდრად შო­ბა­დო­ბა ამ ასაკ­ში ყო­ველ­თვის უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე - ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ში. რო­გორც გა­ე­როს დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ზარ­დებ­ში შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

თეკ­ლა ჭან­ტუ­რია, 16 წლის:

- 10 წლის ვი­ყა­ვი, როცა და­თუ­ნა გა­ვი­ცა­ნი. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა და მა­ლე­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც გავ­ხდით. მარ­თა­ლია, ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, მაგ­რამ მა­ინც ერ­თად ვი­ყა­ვით. და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რა­მაც ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­კენ გვი­ბიძ­გა: ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ეს ამ­ბა­ვი გვი­ან გა­ვი­გე. როცა ამის შე­სა­ხებ შეყ­ვა­რე­ბულს ვუ­თხა­რი, მი­პა­სუ­ხა, - ჩემი ცოლი უნდა გახ­დეო. 14 წლის ვი­ყა­ვი და გა­თხო­ვე­ბა­ზე არც ვფიქ­რობ­დი. მე­გო­ნა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს ვე­რას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მა­ნამ­დე საჭ­მე­ლიც არას­დროს მო­მიმ­ზა­დე­ბია. მას შემ­დეგ, რაც გავ­თხოვ­დი, ვზრუ­ნავ სა­კუ­თარ თავ­ზე, ქმარ­ზე, შვილ­ზე. სახ­ლში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩემი შვი­ლი ისე­თი მო­უს­ვე­ნა­რია, ორი წუ­თი­თაც ვერ ვიც­ლი იმის­თვის, რომ მტვე­რი გა­დავ­წმინ­დო. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა, ბავ­შვიც ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და, მთე­ლი ღამე ჭი­ჭყი­ნებ­და და დი­ლით ადრე ად­გო­მა მი­წევ­და. მოკ­ლედ, სკო­ლა­ში გა­თი­შუ­ლი მივ­დი­ო­დი. ჰოდა, ერთხელ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე (მა­შინ მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი) ჩა­მე­ძი­ნა კი­დეც. ზოგი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას არ იმ­ჩნევ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამის გამო პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს. ძიძა კი მყავ­და, მაგ­რამ ის 10-დან 3 სა­ა­თამ­დე გახ­ლდათ ჩემს პა­ტა­რას­თან და შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, რო­მე­ლიც 9 სა­ათ­ზე იწყე­ბა, მის­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ცალ­კე სწავ­ლის პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა: რა­საც გაკ­ვე­თილ­ზე მო­ვის­მენ­დი, მე­ო­რე დღეს პე­და­გოგს იმას ვა­ბა­რებ­დი, სახ­ლში კი წიგ­ნის წა­სა­კი­თხად ვერ ვიც­ლი­დი. ის კი არა, ზოგ­ჯერ ჭა­მის თა­ვიც არ მქონ­და და მში­ე­რი ვი­ძი­ნებ­დი. ახ­ლაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, ვე­რაფ­რის კე­თე­ბას ვერ ვას­წრებ. ბავ­შვი თუ და­ი­ძი­ნებს, ისე მალე ეღ­ვი­ძე­ბა, რომ თვა­ლის მო­ტყუ­ე­ბას ძლივს ვას­წრებ. დე­დას და ბე­ბი­ა­ჩემს კი შე­ეჩ­ვია, მაგ­რამ ორი­ვე მუ­შა­ობს და ვერ მეხ­მა­რე­ბი­ან. და­თუ­ნას დედა პირ­ველ თვე­ში მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მერე სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

- მე­თერ­თმე­ტე კლას­ში გა­დახ­ვე­დი. სწავ­ლას აგ­რძე­ლებ, არა?

- შარ­შან სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე. მი­ჭირ­და სას­წავ­ლე­ბელ­ში სი­ა­რუ­ლი მთე­ლი ღა­მის ნა­თევს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ნერ­ვებ­ზეც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და, სულ ცუდ ხა­სი­ათ­ზე, და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა კი მგო­ნია, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ყვე­ლა­ფერს უკეთ გა­ვუმკლავ­დე­ბი.

- გა­თხო­ვილ და ბავ­შვი­ან მოს­წავ­ლეს პე­და­გო­გე­ბი რო­გორ გექ­ცე­ვი­ან?

- პე­და­გო­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხელს მი­წყობ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი კი ისე მექ­ცე­ო­და, რომ ვხვდე­ბო­დი, არ მოს­წონ­დათ, ჩემ­ნა­ი­რი მოს­წავ­ლე რომ ჰყავ­დათ... ახლა ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე აღარ მყავს, ძი­ძაც უფრო დიდი ხნით დარ­ჩე­ბა მას­თან და ეს ჩემ­თვის დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­საც მო­ვას­წრებ.

- საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შენ­ნა­ი­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ღა­მოს სკო­ლე­ბი არ­სე­ბობ­და. რო­გორ ფიქ­რობ, ახ­ლაც რომ იყოს მსგავ­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, შენ­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და?

- რო­გორც ვიცი, სა­ღა­მოს სკო­ლა­ში სწავ­ლა 6 სა­ა­თი­დან იწყე­ბო­და. ჩემ­თვის კი ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბო­და. არ ვფიქ­რობ, რომ მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც უკვე მე­უღ­ლე და შვი­ლი ჰყავს, მე­გობ­რებს უნდა მოს­წყდეს და სხვა, სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში გა­და­ვი­დეს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მეც ხომ ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გო­რიც შენ? უბ­რა­ლოდ, იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო, ცო­ტა­ო­დე­ნი ხელ­შე­წყო­ბა მჭირ­დე­ბა.

- ხომ არ ნა­ნობ, ნა­ად­რე­ვად რომ გა­თხოვ­დი?

- არა­ფერს ვნა­ნობ. დრო უკან რომ დაბ­რუნ­დეს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფერს შევ­ცვლი­დი. თუმ­ცა, გა­მო­გი­ტყდე­ბით, ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა იმა­ზე ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა. მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა შევ­ძე­ლი. ამ ერთ წე­ლი­წად­ში იმ­დე­ნი რამ ვის­წავ­ლე, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის ძა­ლი­ან მიკ­ვირს. ვის­წავ­ლე ბავ­შვის და ქმრის მოვ­ლა, სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა, შევ­ძე­ლი სახ­ლის მო­წეს­რი­გე­ბა და საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა.

- რა არის ასეთ ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნის ყვე­ლა­ზე დიდი პლუ­სი და მი­ნუ­სი?

- ყვე­ლა­ზე დიდი პლუ­სი არის ის, რომ მყავს შვი­ლი, მი­ნუ­სი კი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვა. ზედ­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ასე­თი აღარ ვარ. სხვა­თა შო­რის, ეს ამ­ბა­ვი აღარ მა­წუ­ხებს. ქმარ­თან ერ­თად, ქუ­ჩა­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვივ­ლი­დი, მაგ­რამ ამა­ში ბავ­შვი მიშ­ლის ხელს. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უნდა ნახო და გა­მო­ცა­დო. უნდა იცო­დე რა არის გარ­თო­ბა, სი­ხა­რუ­ლი, მე­გობ­რის­გან თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლიც და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნდა გა­თხოვ­დე. ჩემ­თვის ოჯა­ხის შექ­მნა ნამ­დვი­ლად, ნა­ად­რე­ვი იყო, მაგ­რამ არა­ფერს ვნა­ნობ იმი­ტომ, რომ დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ელე­ნე სტუ­რუა, 19 წლის:

- სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ იმის გამო, რომ ნა­ად­რე­ვად გავ­თხოვ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ვერ მო­ვი­ცა­ლე. ახლა 5 თვის ორ­სუ­ლი ვარ და გო­გო­ნას ვე­ლო­დე­ბი. ჩემი ქმა­რი, გი­ორ­გი 22 წლი­საა. ერ­თმა­ნე­თი, რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით. მა­შინ ვა­კე­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს პა­ტა­რა მარ­კე­ტი იყო. ერთ დღეს, როცა იქ მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­ვე­დი და გამ­ყიდ­ველს სი­გა­რე­ტი ვთხო­ვე, იქვე მდგარ­მა ბიჭ­მა მი­თხრა, - გო­გო­ნი, ფილ­ტვებს რა­ტომ იფუ­ჭე­ბო? და სულ სხვა სი­გა­რე­ტის ყიდ­ვა მირ­ჩია. უხე­შად ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ ის ბიჭი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამის შემ­დეგ მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვხვდე­ბო­დით, ვე­სალ­მე­ბო­დით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ჩვე­ნი სა­ლა­მი დათ­ბა, უკვე ლო­ყე­ბიც გვი­წით­ლდე­ბო­და, ღამ­ღა­მო­ბით ერ­თმა­ნეთ­ზე ვფიქ­რობ­დით. ასე რომ, როცა უკვე სხვა­გან შევ­ხვდით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თით­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო. ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დით "მაკ­დო­ნალდსში", კი­ნო­ში, ზო­ო­პარკში... ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვი­ეთ და როცა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ვრჩე­ბო­დით, ორი­ვეს ის­ტე­რი­კუ­ლი ტი­რი­ლი გვე­წყე­ბო­და, უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვძლებ­დით... სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვინ­დო­მეთ გა­პარ­ვა, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბო­და, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ვერ ვბე­დავ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი, როცა გა­პარ­ვა ისევ შე­მომ­თა­ვა­ზა და თან­ხმო­ბა ვუ­თხა­რი, აღარ და­მი­ჯე­რა, ისევ მა­ტყუ­ე­ბო... ამ­ჯე­რად გავ­ბე­დე, გა­ვი­პა­რეთ და ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­თან წა­ვე­დით, რო­მელ­მაც ეს ამ­ბა­ვი ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა და სა­ბო­ლო­ოდ, ჩა­ნა­ფიქ­რიც ჩაგ­ვე­შა­ლა. მერე მა­მა­ჩემ­თან მი­ვე­დით და ავუხ­სე­ნით, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. თა­ვი­დან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მაგ­რამ როცა მიხ­ვდა, ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და, გვი­თხრა: "მა­კო­ცეთ ახლა ორი­ვემ და გა­ეთ­რი­ეთ აქე­და­ნო"... ხა­რა­გა­ულ­ში წა­ვე­დით ხუთი დღით, ქორ­წი­ლი კი ორი თვის შემ­დეგ გა­და­ვი­ხა­დეთ. მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი დავ­პა­ტი­ჟეთ, მერე კი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში დუ­ბა­ი­ში გავფრინ­დით...

- ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვს? სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ?

- ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­ში ვარ, კერ­ძოდ - ქა­ლაქ მო­ტო­ლა­ში. იტა­ლი­ურ ენას ვსწავ­ლობ და ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბას ვე­უფ­ლე­ბი, მო­მა­ვალ­ში თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლას ვა­პი­რებ.

- შენი აზ­რით, ზო­გა­დად, რის გამო ქმნი­ან ოჯახს ნა­ად­რევ ასაკ­ში?

- მგო­ნია, რომ ასეთ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა ბავ­შვუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. ვფიქ­რობ, თუ ორ ადა­მი­ანს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარს, ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­ვი­წყონ და გულს მი­ენ­დონ. გუ­ლია მთა­ვა­რი! სი­ტყვა "გა­თხო­ვე­ბა" ბა­ნა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ჩვენ უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვცხოვ­რობთ და ერ­თად მივ­დი­ვართ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ... თუ მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის აზრს პა­ტივს სცე­მენ, ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მყა­რი ოჯა­ხი ექ­ნე­ბათ. ყვე­ლას ვურ­ჩევ, თუ სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვე­ვათ, უკან არაფ­რის გამო არ და­ი­ხი­ონ.

ნა­ნი­კო, 24 წლის:

- სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ. ყო­ველ­თვის ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, მაგ­რამ ბი­ჭე­ბის­კენ არც ვი­ხე­დე­ბო­დი. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი მშობ­ლე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ვინ­მეს შე­ვეც­დი­ნე, მო­ვე­ტყუ­ე­ბი­ნე და სად­მე სო­ფელ­ში გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. არ უნ­დო­დათ, სი­ღა­რი­ბე­ში მე­ცხოვ­რა და ამი­ტო­მაც, 15 წლის ასაკ­ში, თბი­ლის­ში გა­მა­თხო­ვეს. ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი, და­საქ­მე­ბუ­ლი და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი გახ­ლდათ. ჰოდა, როცა მა­ჭან­კა­ლი კარს მოგ­ვად­გა, იფიქ­რეს, რომ ასე­თი კარ­გი ვა­რი­ან­ტი აღარ გა­მო­მიჩ­ნდე­ბო­და და უცხო ადა­მი­ანს ისე ჩა­ა­ბა­რეს ჩემი თავი, რომ მე არა­ფე­რი მკი­თხეს... სა­თა­მა­შო­ებ­ზე, თო­ჯი­ნებ­ზე გა­და­რე­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. "ბარ­ბე­ბი" ისე მი­ზი­დავ­და, რომ ამის გამო, სწავ­ლის­თვი­საც ვერ ვიც­ლი­დი. ჰოდა, გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ აღარ ვი­ცო­დი, რა უნდა მექ­ნა, რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა ქმარ­საც გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც, ისევ "ბარ­ბე­ბით" თა­მაშ­მა გა­მი­ტა­ცა. სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარ­ზე არ ვფიქ­რობ­დი, მას­თან და­წო­ლას, თო­ჯი­ნებ­თან ერ­თად და­ძი­ნე­ბა მერ­ჩივ­ნა. ჰოდა, ამის გამო, გა­თხო­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის შემ­დეგ, ქმარ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა მომ­თხო­ვა... ახლა ვფიქ­რობ, რომ მშობ­ლებ­მა მო­მა­ვა­ლი და­მინ­გრი­ეს და თავს უბე­დურ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ, ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ ამა­ში დედ-მა­მას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ, ცხა­დია, სკო­ლა­შიც აღარ მივ­ლია და ახლა პრო­ფე­სი­აც არ მაქვს, რომ ვი­მუ­შაო, რა­ღა­ცით დავ­კავ­დე. რა ვქნა, უკვე გა­ვი­ზარ­დე, დიდი გოგო ვარ და თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­ში აღარ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს...

მაია შუ­ბი­თი­ძე, მას­წავ­ლე­ბე­ლი:

- ვერ გან­სა­ზღვრავ, ვის რო­დის ეწ­ვე­ვა გრძნო­ბა და რო­დის მი­ი­ღებს ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც წესი, იმ გო­გო­ნე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით ადრე თხოვ­დე­ბი­ან, ბავ­შვიც ჰყავთ და ამა­ვე დროს სკო­ლა­ში უწევთ სი­ა­რუ­ლი, რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მოს­წავ­ლის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს ძა­ლი­ან უნა­რი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ ოჯა­ხი მის­თვის ხე­ლის შემ­შლე­ლი იქ­ნე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, შე­ღა­ვა­თი გა­უ­წი­ონ ასეთ მოს­წავ­ლე­ებს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა­ზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად უწყო­ბენ სწავ­ლა­ში ხელს ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მგო­ნია, რომ მრა­ვა­ლი წლის წი­ნან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, როცა სა­ღა­მოს სკო­ლე­ბი არ­სე­ბობ­და, ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლი იყო. მარ­თა­ლია, გა­ნათ­ლე­ბის დონე მა­ღა­ლი იქაც არ გახ­ლდათ, ეს ფორ­მა­ლუ­რი სის­ტე­მა იყო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, ატეს­ტატს იღებ­და და შემ­დეგ წყვეტ­და, სწავ­ლა უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა თუ - არა. სა­ღა­მოს სკო­ლა კარ­გი იყო იმ მხრივ, რომ ადა­მი­ა­ნი მთელ დღეს ოჯახს, შვილს უთ­მობ­და, სა­ღა­მოს კი, როცა ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, შე­ეძ­ლოთ, გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ეზ­რუ­ნათ...

- თქვე­ნი აზ­რით, ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ რა უნდა გა­ა­კე­თოს ან რა სა­ხის ხელ­შე­წყო­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ?

- უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რეს ქა­და­გე­ბას თუ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას და მის სი­ტყვებს და­ვე­სეს­ხე­ბით, ერი უნდა გამ­რავ­ლდეს! სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ოჯა­ხი შექ­მნეს და დე­დე­ბი გახ­დნენ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ლი­ბე­რა­ლუ­რი სის­ტე­მა უნდა შექ­მნას და მის­ცეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღონ სრუ­ლი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, დედა სწავ­ლა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმის ში­შით, რომ ატეს­ტატს ვერ აი­ღებს და შვი­ლი ბე­დის ანა­ბა­რად, უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვოს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტო­ლებს არ უნდა მოს­წყდნენ.

სას­კო­ლო ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, თბი­ლი­სის 83-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სას­წავ­ლო-აღ­მზრდე­ლო­ბით დარ­გში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე - ქალ­ბა­ტო­ნი ლია ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დზე ის ფაქ­ტი, რო­დე­საც მის კლას­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეც არის?

- ადრე, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, და­ო­ჯა­ხე­ბულ გო­გო­ნას თუ ვაჟს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბა აღარ ჰქონ­და. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ეს კა­ნო­ნი შე­იც­ვა­ლა და და­საშ­ვე­ბია, რომ მერ­ხთან ფეხ­მძი­მე მოს­წავ­ლეც იჯ­დეს. პი­რა­დად მე, ეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნია. შარ­შან ჩემი ერთი მოს­წავ­ლე, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა გა­თხოვ­და. სწავ­ლა არ მი­უ­ტო­ვე­ბია, სკო­ლა­ში ფეხ­მძი­მეც და­დი­ო­და. ამის გამო დის­კომ­ფორ­ტს არა მხო­ლოდ სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბი, არა­მედ თვი­თო­ნაც გა­ნიც­დი­და, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თა­ვი­დან, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის დრო­საც გარ­კვე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მის­კენ გვქონ­და, მერე კი ამას შე­ეჩ­ვია თვა­ლიც და გო­ნე­ბაც... ვფიქ­რობ, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ თუ ბავ­შვე­ბი მა­ინც და­ქორ­წინ­დე­ბი­ან, სკო­ლა­ში აღარ უნდა ია­რონ.

- ალ­ბათ ასეთ მოს­წავ­ლე­ებს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ეშ­ლე­ბათ ხელი, არა?

- რა თქმა უნდა! თუმ­ცა ამ მხრივ, მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე­დაც სუს­ტე­ბი არი­ან. 20 წე­ლია, სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და თუ ადრე კლას­ში მოს­წავ­ლე­თა ნა­ხე­ვა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წრე­ბის იყო, ახლა 30-ბავ­შვი­ან აუ­დი­ტო­რი­ა­ში, სამი ბავ­შვი თუ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­მელ­საც სწავ­ლა ნამ­დვი­ლად უნდა.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თილს ხში­რად აც­დე­ნენ?

- გაც­დე­ნებ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­საშ­ვე­ბია და ცდი­ლო­ბენ, ზღვარს არ გას­ცდნენ. არის მოს­წავ­ლე­თა კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ სკო­ლა­ში აღარ მო­დი­ან, მხო­ლოდ 9 კლა­სის ატეს­ტატს ითხო­ვენ და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტის გა­რე­შე რჩე­ბი­ან. ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა გვქონ­და: მოს­წავ­ლე ბიჭი და­ო­ჯახ­და და ვი­ნა­ი­დან ხში­რად აც­დენ­და, ჩვენ­მა პე­და­გოგ­მა მის ოჯახ­ში და­რე­კა; ტე­ლე­ფონს ამ ბი­ჭის მე­უღ­ლემ უპა­სუ­ხა, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა და­უ­ბა­რა, - დე­დამ­თილს გა­და­ე­ცი, რომ შენი ქმა­რი დღეს სკო­ლა­ში არ მო­სუ­ლაო. ამ ამ­ბავს დღემ­დე ისე ვყვე­ბით, რო­გორც ანეკ­დოტს. მე მგო­ნია, რომ სხვა ბავ­შვებ­ზე მე­ტად, თა­ვად და­ო­ჯა­ხე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს ექ­მნე­ბათ დის­კომ­ფორ­ტი, ქალს - უფრო მე­ტად, რად­გან ფეხ­მძი­მო­ბას თა­ვი­სე­ბუ­რი სიმპტო­მე­ბი ახ­ლავს და ზოგს უგუ­ნე­ბო­ბა აწუ­ხებს, ზოგს წა­მო­წო­ლა უნ­დე­ბა, კლას­ში და მერ­ხთან კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა თქმა უნდა, არ არის.

- რო­გორ უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს კა­ნონ­მა ეს სა­კი­თხი?

- კა­ნო­ნი ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას ვერ აკ­რძა­ლავს, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა და გა­თხო­ვილ ქალს მოს­წავ­ლე აღარ ერ­ქმე­ვა. სა­სურ­ვე­ლია, რომ ასეთ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კი არა, ვთქვათ, კო­ლე­ჯში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მენ­ლად სა­უ­კე­თე­სო ასა­კი?

- ჩემი აზ­რით, ოჯა­ხი 21-დან 32 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა შექ­მნან. მარ­თა­ლია, ამ­ბო­ბენ, ნა­ად­რე­ვი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, სიკ­ვდი­ლის გარ­დაო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს...

ეკა აბა­ში­ძე

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"