"თუ საჭ­მლის კე­თე­ბა გე­ზა­რე­ბათ, ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ გა­ა­კე­თოთ. იმი­ტომ, რომ უგე­მურ და ძა­ლით მომ­ზა­დე­ბულ საჭ­მელ­ზე სა­ში­ნე­ლი, არა­ფე­რია" - კვირის პალიტრა

"თუ საჭ­მლის კე­თე­ბა გე­ზა­რე­ბათ, ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ გა­ა­კე­თოთ. იმი­ტომ, რომ უგე­მურ და ძა­ლით მომ­ზა­დე­ბულ საჭ­მელ­ზე სა­ში­ნე­ლი, არა­ფე­რია"

არქივი, 28-09-2013

ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - ბარ­ბა­რე დვა­ლიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია და უხვი ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და სტუმ­რებს ორი­გი­ნა­ლუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებს. ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მის­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო გან­ტვირ­თვის ად­გი­ლია, საჭ­მლის კე­თე­ბა - ფიქ­რი­სა და რე­ლაქ­სა­ცი­ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა...

ბე­ბი­ის­გან ნას­წავ­ლი და სას­კო­ლო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი

- მა­მის მხრი­დან ბე­ბია იმე­რე­ლი მყავ­და - თა­მა­რა კოხ­რე­ი­ძე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლად ფუს­ფუ­სებ­და, მე კი ეს ძა­ლი­ან მომ­წონ­და და სულ ვეხ­მა­რე­ბო­დი, მას ვბა­ძავ­დი. ბავ­შვო­ბი­სას, შრო­მის გაკ­ვე­თილ­ზე, რა­ტომ­ღაც წესი იყო, რომ საჭ­მე­ლე­ბიც უნდა გვე­კე­თე­ბი­ნა, ამი­ტომ, ხან იქ ვტი­ტყნი­დით ცომს და რა­ღა­ცას ვწვა­ლობ­დით, ხან - სახ­ლში. ბევრ რა­მეს ჩე­მი­თაც ვი­გო­ნებ­დი, კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი მქონ­და. მახ­სოვს, ნამ­ცხვრებ­საც ვა­ცხობ­დი, ოღონდ მას შემ­დეგ არც გა­მო­მი­ცხვია, რად­გან ტკბი­ლე­უ­ლის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. ჩვენ­თან სახ­ლში სულ იყო სუფ­რა გაშ­ლი­ლი და დე­დას ვეხ­მა­რე­ბო­დი ხოლ­მე. მერე უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ვამ­ზა­დებ­დი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ზოგი ხომ იღ­ლე­ბა, ჩემ­თვის კი კე­თე­ბის პრო­ცე­სი გან­ტვირ­თვაა, რად­გან ამ დროს უფრო კარ­გად ვფიქ­რობ, ჩემი მიკ­რო­სამ­ყა­რო მაქვს და თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ. ყო­ველ­დღე არ გა­მო­დის, მაგ­რამ იმპრო­ვი­ზა­ცი­ას ხში­რად მივ­მარ­თავ. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნა ჩემ­თვის ტან­ჯვა-წა­მე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის.

ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სუფ­რის მი­ნუ­სე­ბი

- ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბი­ლე­ბა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ კერძზე. ერთი და იგი­ვე კერ­ძი, ერ­ბოკ­ვერ­ცხიც კი, კარგ ხა­სი­ათ­ზე სხვა­ნა­ი­რი გა­მო­დის, ცუდ­ზე - სხვა­ნა­ი­რი. სა­ერ­თოდ, გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი და სწო­რად გა­წყო­ბი­ლი სუფ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მძაგს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სუფ­რე­ბი, როცა საჭ­მლი­ა­ნი თეფ­შე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზეა და­ჭყლე­ტი­ლი. თავი რომ მოგ­ვაქვს, ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ზე დიდი უკულ­ტუ­რო­ბა, საჭ­მლი­სა და სტუმ­რის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი სუფ­რე­ბი ახლა ხში­რი აღა­რაა, უწინ კი სწო­რედ ამით იწო­ნებ­დნენ თავს - სუფ­რა­ზე რაც მეტი სარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ოჯა­ხის "ღირ­სე­ბა" ჩან­და. მე თუ მკი­თხავთ, მირ­ჩევ­ნია, ერთი-ორი კარ­გი სა­დი­ლი გა­ვა­კე­თო, მა­გა­ლი­თად, შემ­წვა­რი ხორ­ცი იქ­ნე­ბა ღვი­ნო­ში, ინ­და­უ­რი თუ სხვა რამ, თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე­ნა­ი­რი გარ­ნი­რით და დე­სერ­ტი. მომ­წონს, რომ ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია ვი­თარ­დე­ბა, ახ­ლე­ბუ­რი შე­ფუთ­ვა, ახ­ლე­ბუ­რი მი­წო­დე­ბა ხდე­ბა, ძვე­ლი კი არ იკარ­გე­ბა. თუმ­ცა, პრინ­ციპ­ში, ეს ახა­ლიც კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლია. საჭ­მლის კე­თე­ბი­სას კა­ნო­ნე­ბი არ მაქვს, ჩე­მით ვი­გო­ნებ.

ხი­ლის წვენ­ში მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი

- სა­ერ­თოდ, ხორ­ცე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, მარ­ტო ღვი­ნით ან ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბით გა­ვა­კე­თო, ინ­და­უ­რი იქ­ნე­ბა, ქა­თა­მი, ღო­რის ხორ­ცი თუ სხვა რამ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მო­სი გა­მო­დის. მახ­სოვს, წლე­ბის წინ, ასეთ­ნა­ი­რად პირ­ვე­ლად ინ­და­უ­რი გა­ვა­კე­თე, ორი კო­ლო­ფი ფორ­თოხ­ლის წვე­ნი და­ვას­ხი, მას­ში მოვ­ხარ­შე და ისე­თი გემო ჰქონ­და, ჩე­მე­ბი დღემ­დე იმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. იხ­ვის, ბა­ტის, ძრო­ხის თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­ხის ხორცს ალუბ­ლის ან მაყ­ვლის ნა­ტუ­რა­ლურ წვენ­შიც ვა­კე­თებ ხოლ­მე, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია ფორ­თო­ხა­ლი და გრე­ი­პფ­რუ­ტი ერ­თად. თა­ვი­დან­ვე ამ წვენ­ში ვხარ­შავ, წყლის მა­გივ­რად. თუმ­ცა, ცოტა წყლის და­მა­ტე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ხორ­ცი ბო­ლომ­დე და­ი­ფა­როს, შემ­დეგ ამ წვენს გა­დაღ­ვრით, ხორ­ცი კი უგემ­რი­ე­ლეს არო­მატს იღებს.

ოჯა­ხუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტრა­დი­ცი­ე­ბი

- დე­და­ჩე­მი ღუ­მელ­ში ძა­ლი­ან გემ­რი­ელ ხორ­ცი­ან "პე­როგს" აკე­თებ­და, რო­მელ­საც მე რა­ტომ­ღაც არ ვა­კე­თებ, ბევ­რი წვა­ლე­ბა უნდა... ისე, დე­დას ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დი­ო­და, თან ბა­რა­ქი­ა­ნად ამ­ზა­დებ­და, რომ ყვე­ლას ჰყოფ­ნო­და, რად­გან რე­პე­ტი­ცი­ის ან სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, ჩვენ­თან სულ სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, მა­მას გა­უ­თა­ვებ­ლად ჰყავ­და სტუმ­რე­ბი. ყო­ველ­თვის მიკ­ვირს, დედა რო­გორ ას­წრებ­და ამ­დენს, თან მზა­დე­ბის ხა­ლი­სიც ჰქონ­და. ახლა ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად დაჯ­დე, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლო, გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი სხვამ მო­გარ­თვას და თავი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო, ვიდ­რე სახ­ლში გა­ი­ქა­ფო და მხო­ლოდ სხვებ­მა ისი­ა­მოვ­ნონ. ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. ადრე, შეკ­რე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, ოჯახ­ში ხდე­ბო­და, სულ რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რა­ნი იყო და მა­მას თუ სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და, რო­მე­ლი­მე კარგ რეს­ტო­რან­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ დიდ სუფ­რა­ზე, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა სუფ­რე­ბით კი სახ­ლში ვმას­პინ­ძლობ­დით. ჩვენ­თან უცხო­ე­ლე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე და დე­და­ჩე­მის კერ­ძე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. ზოგ­ჯერ მე­ზობ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ზოგს მა­გი­და მოჰ­ქონ­და, ზოგს სკა­მე­ბი, თუ არ გვყოფ­ნი­და და ა.შ. სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა იყო. უფრო ჩა­კე­ტი­ლი გახ­ლდათ იმ მხრივ, რომ თე­ატრსა და შე­მოქ­მე­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბო­და, სახ­ლებ­ში იხი­ლე­ბო­და. საკ­მა­ოდ მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, სუფ­რის გარ­შე­მო დავ­რბო­დი ხოლ­მე, ხან სად­მე ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და, ხან მა­გი­დის ქვეშ შევ­ძვრე­ბო­დი სა­თა­მა­შოდ და ასე (იცი­ნის).

ბო­ლო­ნი­უ­რი თევ­ზის ბა­ზა­რი და ქარ­თუ­ლი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის სიმ­წი­რე

- სა­ზღვარ­გა­რეთ, თუ ძვი­რი­ან რეს­ტო­რან­ში არ შეხ­ვე­დი, გა­რეთ, ძი­რი­თა­დად, ყველ­გან "ფასტ ფუ­დია". როცა დასი გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვართ, ძვი­რი­ა­ნი რეს­ტორ­ნის ფული არას­დროს გვაქვს. თუმ­ცა რაც გაგ­ვი­სინ­ჯავს, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო გემ­რი­ე­ლია. მა­გა­ლი­თად, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი ინ­დო­ეთ­ში იყო ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი, შავ ზღვას­თან მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის ზღვის პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან მწი­რია. ქარ­თულ სუფ­რა­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ თევ­ზე­უ­ლია. ეს ძა­ლი­ან საკ­ვირ­ვე­ლია, კუ­ლი­ნა­რი­ულ წიგ­ნებ­შიც კი თევზს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ად­გი­ლი უჭი­რავს და ეს რა­ტომ ხდე­ბა, ვერ ამოვხსე­ნი. ალ­ბათ რა­ღაც ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს, რის გა­მოც ქარ­თველ კაცს ხორ­ცი უფრო უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, როცა გას­ტროლ­ზე ბო­ლო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით, "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი­დან" "ფი­გა­რო" გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვცხოვ­რობ­დით. იქ ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე XII სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თევ­ზის ბა­ზა­რი არ­სე­ბობ­და, ოღონდ არც სუნი შე­გა­წუ­ხებ­და და სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზე იყო, იქ სე­ირ­ნო­ბას არა­ფე­რი ჯობ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, მთე­ლი ქუჩა რომ იყოს თევ­ზის ბაზ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. დახ­ლებ­ზე ისე­თი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი იდო, წიგნ­შიც რომ არ მქონ­და ნა­ნა­ხი. შავ ზღვა­ში იმის ნა­ხე­ვა­რი ხომ მა­ინ­ცაა? ამას წი­ნათ ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც თევ­ზის ბა­ზა­რი ალ­ბათ 20 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი თუ იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ 2-3 სა­ხე­ო­ბის თევ­ზი იყო...

ინ­დო­ე­თი, ვი­ეტ­ნა­მუ­რი კობ­რა და ბა­ვა­რი­უ­ლი სო­სი­სი

- მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბის გა­სინ­ჯვა, არც ზი­ზღი მაქვს რა­ი­მეს მი­მართ, პი­რი­ქით, სა­ოც­რად მა­ინ­ტე­რე­სებს. ერთხელ, ვი­ეტ­ნამ­ში კობ­რაც კი მი­ვირ­თვი, რო­მე­ლიც იქვე დაკ­ლეს, მისი სის­ხლიც დავ­ლი­ეთ, სა­კე­ში ჩაგ­ვის­ხეს და გვი­თხრეს, - ძალა მო­გე­ცე­მა­თო (იცი­ნის). ყვე­ლა­ნა­ი­რი საჭ­მლის მი­მართ ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი ვარ. ინ­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, იქა­უ­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნე­ბი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ა.შ. დიდი ეგ­ზო­ტი­კაა. იქ ყოფ­ნი­სას, ღა­მით მდი­ნა­რე­ზე გაგ­ვიყ­ვა­ნეს და კი­ბორჩხა­ლებს ჩვე­ნით ვი­ჭერ­დით, ფარ­ნებს ვა­ნა­თებ­დით და სი­ნათ­ლე­ზე მორ­ბოდ­ნენ. მერე იქვე ვხარ­შავ­დით და ვჭამ­დით. მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, იმა­ზე დიდი ემო­ცია არა­ფე­რია, გა­ი­გო, ვინ რას აკე­თებს სხვა­გან, რო­გორ ცხოვ­რობს და ა.შ. ვგიჟ­დე­ბი, მა­გა­ლი­თად, ბა­ვა­რი­ულ სო­სი­სებ­ზე. ავ­სტრი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­შიც კი სი­ა­მოვ­ნე­ბით გე­ახ­ლე­ბით და არ მე­ში­ნია, მგო­ნია, რომ უფრო და­ცუ­ლი ვარ. აქ კი, არც მე და არც ჩემი შვი­ლი არ მი­ვირ­თმევთ, რა­ღაც­ნა­ი­რად თავს ვი­კა­ვებთ...

საკ­ვე­ბი და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ქა­ლის კუ­ლი­ნა­რო­ბა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი არ არის. ბევ­რნა­ი­რი ოჯა­ხია, ზო­გან ქალი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ამ­ზა­დებს, მაგ­რამ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან, ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის, ზო­გან კი პი­რი­ქი­თაა. სა­ერ­თოდ, ვთვლი, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლად ამ­ზა­დე­ბენ და მა­გა­ლი­თად მე, ძა­ლი­ან მომ­წონს, როცა კაცს რა­ი­მეს მომ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლია და ამის სურ­ვი­ლიც აქვს. თუმ­ცა, ჩემი მე­უღ­ლე ერ­ბოკ­ვერ­ცხსაც ვერ წვავს.

სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი - გემ­რი­ე­ლი და საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი

- ჩემ­თვის კე­თე­ბაც ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია და საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის მირ­თმე­ვაც. სა­დღაც კარგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ზი­ხარ, მხო­ლოდ ყა­ვას მი­ირ­თმევ და ის ყავა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე ხომ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და მით უმე­ტეს - გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი?! სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ვსუქ­დე­ბი და იმის ფუ­ფუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მაქვს, რომ საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს, დი­ე­ტე­ბის გა­რე­შე მი­ვირ­თვა. ზოგი დეპ­რე­სი­ის დროს ბევ­რს ჭამს და ამ­ბობს, ამას გა­მოვ­ყა­ვა­რო. ეს მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, მისი გა­და­სა­წყვე­ტია. სა­ერ­თოდ, სწო­რი კვე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა­ცაა, კულ­ტუ­რაც და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

რჩე­ვა ქალ­ბა­ტო­ნებს

- თუ საჭ­მლის კე­თე­ბა გე­ზა­რე­ბათ, ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ გა­ა­კე­თოთ (იცი­ნის). იმი­ტომ, რომ უგე­მურ და ძა­ლით მომ­ზა­დე­ბულ საჭ­მელ­ზე სა­ში­ნე­ლი, არა­ფე­რია. ქალ­ბა­ტო­ნებს ვურ­ჩევ­დი, თა­ვი­ანთ სამ­ზა­რე­უ­ლოს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შეს­ძი­ნონ, თვი­თო­ნაც გა­ხა­ლის­დე­ბი­ან და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ახალ გე­მო­ებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ, იმი­ტომ, რომ ერთი და იგი­ვე კატ­ლე­ტი, "ბორშჩი" თუ სო­უ­ზი, ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, რო­გორც კე­თე­ბა, ისე - ჭამა. ბევ­რნა­ი­რი ძმა­რი, ზეთი, სა­კაზ­მი არ­სე­ბობს და ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. ზოგს არა აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს, გა­ვი­დეს და მერე საჭ­მე­ლი მო­ნატ­რე­ბუ­ლად გა­ა­კე­თოს, ძი­რი­თად დროს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ატა­რებს და ამის­თვის სა­ჭი­როა ძალა მო­იკ­რი­ბოს, თა­ვი­სი სამ­ზა­რე­უ­ლო გა­და­ა­ხა­ლი­სოს და ის წუ­თე­ბი გა­ი­ლა­მა­ზოს, რო­მელ­საც იქ ატა­რებს. რაც მთა­ვა­რია, სი­ახ­ლე­ებ­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ შე­უ­შინ­დეს, პი­რი­ქით, სწო­რედ სი­ახ­ლე­ე­ბია, რაც სი­ბე­რეს, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი დრო­ით გვა­შო­რებს. მა­გა­ლი­თად, მე, სი­ბე­რეს ვებ­რძვი წიგ­ნე­ბის კი­თხვით, ახალ­გაზ­რდებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის და სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა-გაც­ვლით, არ­შებ­რძო­ლე­ბით, რად­გან რაც მო­დის, უნდა მი­ი­ღო, ესე იგი, ასეა სა­ჭი­რო და მას­ში კარ­გი მხა­რე უნდა და­ი­ნა­ხო. ჩემს ცხოვ­რე­ბას ისეთს ვი­ღებ, რო­გო­რიც არის, გახ­სნი­ლად და მგო­ნია, რომ ეს ნა­ად­რე­ვი სი­ბე­რის რა­ღაც­ნა­ი­რი მუხ­რუ­ჭია.

სა­ლა­თა:

- 3-4 დიდი თავი ბო­ლო­კი და 2-3 ცალი სტა­ფი­ლო გავ­ხე­ხოთ, და­ვუ­მა­ტოთ შავი პილ­პი­ლი, მწვა­ნე ხახ­ვი, კამა, მა­რი­ლი, მო­ვას­ხათ ბალ­ზა­მი­კო ან ძმა­რი და კარ­გი ზეთი. ეს სა­ლა­თა ვი­ტა­მი­ნე­ბის "ბუ­კე­ტია".

წვნი­ა­ნი:

- სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი: მჟა­უ­ნა, ტარ­ხუ­ნა, სტა­ფი­ლო, ხახ­ვი, სოკო. მომ­ზა­დე­ბის წესი: მო­შუ­შეთ სტა­ფი­ლო, ხახ­ვი, და­უ­მა­ტეთ შავი პილ­პი­ლი და მა­რი­ლი, ჩა­ა­ჭე­რით მჟა­უ­ნა, შე­გიძ­ლი­ათ, მწვა­ნე მხა­ლიც, ტარ­ხუ­ნა, თეთ­რი ქამა სოკო 200 გრა­მი და წყა­ლი. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი კერ­ძი გა­მო­დის. კრემ-წვნი­ა­ნე­ბიც პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ მე ხში­რად არ ვამ­ზა­დებ. ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ბოსტნე­ულს დაბ­ლენ­დერე­ბა უნდა, ბევ­რი არა­ფე­რი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"