"ნა­ხე­ვარ კლასს უყ­ვარ­და, ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის ვი­ყა­ვი მეც" - საბჭოური დოგმები და ცნობილი ადამიანების სასკოლო მოგონებები - კვირის პალიტრა

"ნა­ხე­ვარ კლასს უყ­ვარ­და, ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის ვი­ყა­ვი მეც" - საბჭოური დოგმები და ცნობილი ადამიანების სასკოლო მოგონებები

არქივი, 06-09-2013

სკო­ლა, "შა­ტა­ლო", მე­გობ­რე­ბი, ბავ­შვუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში სხვა­დას­ხვა მო­გო­ნე­ბას და და­დე­ბით ემო­ცი­ას აღ­ძრავს. ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა სას­წავ­ლო წლის და­სა­წყისს, სკო­ლა­ში მის­ვლის პირ­ველ დღეს უკავ­შირ­დე­ბა - ახა­ლი გა­რე­მო, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად რჩე­ბა და სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი­სად­მი ნოს­ტალ­გია, გარ­კვე­უ­ლი მი­ნუ­სე­ბი­სა და თუნ­დაც, გარ­კვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბის მერეც გვახ­სე­ნებს თავს... საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებიც სწორედ სკოლასთან დაკავშირებულ მოგონებებს გვიზიარებენ.

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ბავ­შვო­ბა და სკო­ლის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, სა­ოც­რად კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და და იმ პე­რი­ოდ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს. მარ­თა­ლია, ახლა სას­წავ­ლო წელი პირ­ველ სექ­ტემ­ბერს აღარ იწყე­ბა, მაგ­რამ სწავლის დაწყებას ყვე­ლა პა­ტა­რას მი­ვუ­ლო­ცავ და ვუ­სურ­ვებ, ბევ­რი გუ­ლი­თა­დი მე­გო­ბა­რი შე­ე­ძი­ნოთ, სკო­ლა­ში ლა­მა­ზი დღე­ე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნოთ. რაც მთა­ვა­რია, კარ­გად ის­წავ­ლონ, რათა შემ­დგომ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გნენ.

- რო­გორ სწავ­ლობ­დით?

- რომ გი­თხრათ, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი და გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაც­დე­ნაც ხში­რად მიხ­დე­ბო­და, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან­ვე კონ­ცერ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ღა­ვათს მი­წევ­დნენ, ნი­შანს არ მი­ფუ­ჭებ­დნენ. სკო­ლას ხში­რად ვიც­ვლი­დი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, 173-ე სკო­ლა­ში და პირ­ველ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­დით?

- აუ­ცი­ლებ­ლად! მი­უ­ხე­და­ვად 1990-იან წლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, სკო­ლა­ში წას­ვლა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, რად­გან იქ კლა­სე­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­გუ­ლე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, გაკ­ვე­თილს კარ­გად რომ ვის­წავ­ლი­დი, ერთი სული მქონ­და, რო­დის გა­მი­ძა­ხებ­დნენ, რომ გაკ­ვე­თი­ლი მო­მე­ყო­ლა.

- სას­კო­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებ­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში მქონ­და გა­ტა­ცე­ბა (იცი­ნის). მე­რეც იყო რა­ღაც, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი... უსიყ­ვა­რუ­ლოდ ცხოვ­რე­ბა არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს - ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ, ვი­ღაც გიყ­ვარ­დეს, ვი­ღა­ცას უყ­ვარ­დე და სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც ასე იყო.

- სკო­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი წლე­ბი­სად­მი ნოს­ტალ­გია თუ გაქვთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, მაქვს. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, წლე­ბი უკან რომ დაბ­რუნ­დეს, სწავ­ლას უფრო მეტ დროს და­ვუთ­მობ­დი. წინ დამ­ხვდა ის, რაც არ ვის­წავ­ლე, სი­ზარ­მა­ცემ ან უდ­რო­ო­ბამ რომ შე­მი­შა­ლა ხელი. მინ­და, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვურ­ჩიო, კარ­გად ის­წავ­ლონ, ეს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბათ წინსვლა­ში, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში; ისი­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და მას­წავ­ლებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბით უს­მი­ნონ, რათა შემ­დეგ, თვი­თო­ნაც და მშობ­ლებ­მაც თავი კარ­გად იგ­რძნონ.

ეკო ფან­გა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მო­დე­ლი:

- სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და სწავ­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი კლა­სი მქონ­და. ჩემი კლა­სე­ლე­ბი­დან ბევ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია. პირ­ველ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და იქა­უ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. მერე სამ­წუ­ხა­როდ, შე­ნო­ბა და­იწ­ვა და ახა­ლა­შე­ნე­ბულ სას­წავ­ლე­ბელ­შიც მო­მი­წია სწავ­ლამ. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, და­წყე­ბით კლა­სებ­ში, რუს­თა­ველ­ზე სულ მი­ტინ­გე­ბი იყო და ხში­რად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა ან შე­ჩე­რე­ბა უწევ­დათ, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი და მთე­ლი ორი დღე ვტი­რო­დი ხოლ­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიხ­ვდე­ბით ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლის და სწავ­ლის მი­მართ. ჩემი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბი, ვის გა­რე­შეც ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სწო­რედ სკო­ლა­ში გა­ვი­ცა­ნი.

- მა­შინ სკო­ლის ფორ­მე­ბი გეც­ვათ?

- სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ჯერ კი­დევ ფორ­მე­ბი ეც­ვათ, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­უქ­მდა. მახ­სოვს, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში გაპ­რან­ჭვა და­ვი­წყე და ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს სა­გან­გე­ბოდ, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრის­თვის ვირუ­ჯე­ბო­დი. ახლა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა. სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვუ­ზი­ა­რებ­დით... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით, "შა­ტა­ლო­ზე" მა­ინც დავ­დი­ო­დით. თუმ­ცა, ერთ წე­ლი­წადს, მგო­ნი, მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, საკ­ლა­სო ჟურ­ნალ­ში არც ერთი "არა" არ მე­წე­რა, ერთი გაკ­ვე­თი­ლიც არ მქონ­და გაც­დე­ნი­ლი. სულ მიკ­ვირ­და, რა­ტომ აც­დენ­დნენ სკო­ლას უა­მინ­დო­ბის, გა­ცი­ვე­ბის ან სურ­დოს გამო. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ბავ­შვე­ბი უპატ­რო­ნო­ე­ბი მე­გო­ნა (იცი­ნის).

- სკო­ლა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავ­დათ?

- მსა­ხი­ობ და­თუ­ნა გო­ცი­რი­ძეს ყვე­ლა იც­ნობთ. ის ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო, ნა­ხე­ვარ კლასს უყ­ვარ­და. მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის ვი­ყა­ვით მე და ჩემი ორი უახ­ლო­ე­სი და­ქა­ლი. და­თუ­ნა ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი და ლა­მა­ზი გახ­ლდათ... მერე სხვა ბი­ჭიც მომ­წონ­და, მაგ­რამ უკვე შეგ­ნე­ბულ ასაკ­ში. სკო­ლა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყო­ლია, რად­გა­ნაც ერ­თმა­ნეთ­თან და-ძმე­ბი­ვით ვი­ყა­ვით და ახ­ლაც ასე ვართ. კოტე თო­ლორ­და­ვაც ჩემი კლა­სე­ლი იყო.

- მავ­ნე ბავ­შვი იყა­ვით?

- ძა­ლი­ან ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია, რომ მშობ­ლე­ბი სკო­ლა­ში და­ე­ბა­რე­ბი­ნათ. თუმ­ცა, მას­წავ­ლე­ბელს კლა­სი­დან გა­ვუგ­დი­ვარ კი­დეც, რად­გან ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ­დი. პირ­ველ-მე­ო­რე კლას­ში ყოფ­ნი­სას, კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი პა­რა­ლე­ლურ კლა­სე­ლებ­თან სა­ჩხუბ­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე და მათ მეც თან მივ­ყვე­ბო­დი. რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, 2-3 ბიჭი ნა­ცე­მიც მყავს (იცი­ნის). ვა­ღი­ა­რებ, რომ ახლა ძა­ლი­ან პრან­ჭია ვარ, მაგ­რამ მა­შინ ბი­ჭუ­რი ვი­ყა­ვი - გამ­ხდა­რი, მოგ­რძო თმით და ვაჟ­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თით (იცი­ნის). მა­მი­და­ჩე­მი პირ­ველ სკო­ლა­ში რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია - სვეტ­ლა­ნა სერ­გე­ევ­ნა ფან­გა­ნი. ორი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და დათო ბაქ­რა­ძე მისი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ვინ­მეს რა­ი­მე რომ არ ეფიქ­რა, მა­მი­და "ორი­ა­ნებს" მი­წერ­და და ეს ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბა იყო... გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს საყ­ვა­რელ სკო­ლა­ზე ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ყვე­ლა ბავ­შვს მინ­და ვუ­თხრა, და­ა­ფა­სონ ეს წლე­ბი. ისე, სტუ­დენ­ტო­ბაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი რამ არის, მაგ­რამ იმ 11 წელ­ზე, სკო­ლა­ში შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია. მა­შინ გან­ცდი­ლი ემო­ცი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაა. ნუ გა­აც­დე­ნენ ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს და ნუ და­კარ­გა­ვენ იმას, რისი შე­ძე­ნაც მხო­ლოდ სკო­ლა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- სი­მარ­თლე გი­თხრა, არა­ფე­რი კარ­გი არ მახ­სენ­დე­ბა (იცი­ნის). ჩემი მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო, თეთ­რი ბაფ­თა გვკე­თე­ბო­და და ფორ­მა ჩაგ­ვეც­ვა. სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარ­და. მა­შინ­დე­ლი მე­გობ­რე­ბი, რა თქმა უნდა, მყავს და ისი­ნიც ჩემს აზ­რზე არი­ან: ყვე­ლა მი­იჩ­ნევს, რომ ის წლე­ბი დავ­კარ­გეთ. თვი­თონ სის­ტე­მა იყო არას­წო­რი, პირ­ველ რიგ­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მი­მართ. ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ, ახლა რო­გორ არის საქ­მე, მაგ­რამ იმ სკო­ლით, სა­დაც ჩემი შვი­ლი სწავ­ლობს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ბავ­შვი პი­როვ­ნე­ბაა, მა­შინ კი ასე არ ფიქ­რობ­დნენ. ყო­ველ­დღე შე­უ­რა­ცხყო­ფა, დამ­ცი­რე­ბა, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის ჩახ­შო­ბა ხდე­ბო­და. სკო­ლა­ში სიმ­კაც­რე ნამ­დვი­ლად უნდა იყოს, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი მოს­წავ­ლე, აგ­რე­სი­უ­ლად და უზ­რდე­ლად გვექ­ცე­ოდ­ნენ; სიმ­კაც­რის გა­რე­შე ბავ­შვი არ იზ­რდე­ბა, მაგ­რამ მისი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, მოს­წავ­ლე კლა­სის წი­ნა­შე არ უნდა და­ამ­ცი­რო. თუმ­ცა, მა­ში­ნაც იყ­ვნენ ისე­თი პე­და­გო­გე­ბი, ვი­საც ხაზს ვერ გა­და­ვუს­ვამ, მაგ­რამ მათი გა­მორ­ჩე­ვის­გან მა­ინც თავს შე­ვი­კა­ვებ.

- სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- არა, არას­დროს. თუ სწო­რად მახ­სოვს, ჩვე­ნი სკო­ლა დი­დად არ აქ­ტი­უ­რობ­და ზე­ი­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბით. 54-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ვა­კე­ში. "შა­ტა­ლო­ე­ბი" არ მიყ­ვარ­და, ეს ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ო­და, რად­გან წა­სას­ვლე­ლი არ გვქონ­და; ერ­თა­დერ­თი, ვა­კის პარკში თუ წა­ვი­დო­დით, რო­მე­ლიც ისე­დაც, ჩემს სახ­ლთან იყო და იქ ვიზ­რდე­ბო­დი.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი:

- სკო­ლა არც ისე და­დე­ბი­თად მა­გონ­დე­ბა. არ­და­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი - არა. ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი ერთი შავ­ბნე­ლი დღე იყო. პირ­ვე­ლი კლა­სის პირ­ვე­ლი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­გო­ნე­ბაა: ბაღ­ში არ მივ­ლია და როცა სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­მიყ­ვა­ნეს, ერ­თად შეკ­რე­ბი­ლი ამ­დე­ნი ბავ­შვი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ყვე­ლა გარ­ბო­და-გა­მორ­ბო­და და ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, შე­მე­შინ­და. სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, წიგ­ნე­ბის კი­თხვა მიყ­ვარ­და. სკო­ლა­ში წას­ვლი­სას, მხო­ლოდ ის მი­ხა­რო­და, რომ კლა­სე­ლებს, ჩემს მე­გობ­რებს ვნა­ხავ­დი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი კი დი­დად არ მომ­წონ­და. სა­ერ­თოდ, ბავ­შვი არ მე­გუ­ლე­ბა, რო­მელ­საც სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი უფრო უყ­ვარს, ვიდ­რე ეზო­ში თა­მა­ში. ცელ­ქი და ხუ­ლი­გა­ნი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ "შა­ტა­ლო­ებ­ზეც" ვყო­ფილ­ვარ. ვა­კე­ში, 57-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. მას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტე­ბი უფრო მე­ტად მა­გონ­დე­ბა, ვიდ­რე - და­დე­ბი­თი. ჩემს სკო­ლა­ში კარ­გი პე­და­გო­გე­ბიც იყ­ვნენ და ცუ­დე­ბიც.

- ოდეს­მე თქვე­ნი მშობ­ლე­ბი დამ­რი­გე­ბელ­თან ან დი­რექ­ტორ­თან ხომ არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ?

- კი, ბევ­რჯერ (იცი­ნის). ჩემი და­ნა­შა­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი იყო. მა­თე­მა­ტი­კა­საც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და ის­ტო­რი­ა­საც, მაგ­რამ ხატ­ვა და ხაზ­ვა არ მე­მარ­ჯვე­ბო­და. ყო­ველ­თვის ერთი სული მქონ­და, არ­და­დე­გე­ბი რო­დის და­ი­წყე­ბო­და.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"