"პუტინის ცხოვრების მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა - შემდეგი სამიზნე ბელარუსია"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამიტომ რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს.
„საბჭოთა კავშირის აღდგენა - ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი გამხდარიყო“, - განაცხადა ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარსაც კი ერიდებოდა.
„მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს - იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. პუტინმა კარგად იცის, რომ მისი სურვილი, ძალის გამოყენებით დაიპყროს უკრაინა, აშკარაა. რაზე შეიძლება მელაპარაკოს? პუტინს მხოლოდ ომით უკრაინაში შეჭრა და უკრაინელების განადგურება სურს. პუტინის შემდეგი მიზანი ბელარუსია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
IPN