ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა?
ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგიტა ოჩხიკიძეა, ის სოფელ ბზვანის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.