"ექი­მი რომ მა­მოწ­მებ­და, ეკ­რანს უყუ­რებ­და და სახე შე­ეც­ვა­ლა" - ეკა ტოგონიძის ამბავი შვილზე - კვირის პალიტრა

"ექი­მი რომ მა­მოწ­მებ­და, ეკ­რანს უყუ­რებ­და და სახე შე­ეც­ვა­ლა" - ეკა ტოგონიძის ამბავი შვილზე

ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძემ „მთა­ვარ არხთან“ რუბ­რი­კა­ში "ერთი ამ­ბა­ვი“ გა­და­წყვი­ტა შვი­ლის შე­სა­ხებ მო­ე­ყო­ლა. მწე­რალ­სა და პო­ლი­ტი­კოს რატი სამ­ყუ­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა თა­მარ (თუთა) სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი 17 წლის წინ შე­ე­ძი­ნათ. ეკა პე­რი­ო­დუ­ლად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­გო­ნე­ბებს მე­უღ­ლე­ზე, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ემო­ცი­უ­რად წა­სა­კი­თხია. ის­ტო­რია თუ­თა­ზეც არ აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი, მწე­რალ­მა ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მოჰ­ყვა.

- მე­ცხრე თვე­ში ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, რო­დე­საც ექიმ­თან ბოლო შე­მოწ­მე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ ექი­მი რომ მა­მოწ­მებ­და, ეკ­რანს უყუ­რებ­და და სახე შე­ეც­ვა­ლა. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, არ მი­პა­სუ­ხა. მერე მი­თხრა, არა­ფე­რი, შენ ამა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო, უბ­რა­ლოდ ბავ­შვი რომ გაჩ­ნდე­ბა, მის ტი­რილს ვერ გა­ი­გო­ნე­ბო, რად­გან ჭიპ­ლა­რი ყელ­ზე ჰქონ­და ორ­ჯერ შე­მოხ­ვე­უ­ლი…

მი­თხრეს რომ ჭიპ­ლა­რი ყელ­ზე ჰქონ­და ორ­ჯერ შე­მოხ­ვე­უ­ლი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მე მქონ­და თავი ყულფ­ში გა­ყო­ფი­ლი და ორ­მა­გი კვან­ძი მი­ჭერ­და. ვი­კი­თხე, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვს თა­ვად გა­მო­ეხ­სნა თავი, მაგ­რამ ამის იმე­დი არ მო­უ­ცი­ათ. ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი პირ­ვე­ლი ტი­რი­ლის გა­გო­ნე­ბა, ასე შე­გე­ბე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ველ წამს. მა­შინ არ იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია, რომ ბავ­შვს მუ­ცელ­ში უნდა ელა­პა­რა­კო. ეს ხდე­ბო­და 17 წლის წინ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­მის­მი­ნა. რო­დე­საც და­ი­ბა­და, სა­ნამ და­ვი­ნა­ხავ­დი, ჯერ მისი ხმა გა­ვი­გო­ნე. მჯე­რა, რომ თუ და­უ­ბა­დე­ბელ­მა მო­მის­მი­ნა, მო­მა­ვალ­ში უფრო მო­იკ­რებს ამის ძა­ლას…იხილეთ სრულად