"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან" - რას წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერზე"?
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას “ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმაურება.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.
მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, - წერს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა ასევე, შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.
"ინტერპრესნიუსი"