რა ხდება აფხაზეთში ? - ოპოზიციის აქცია, სადაც ე.წ. პრეზიდენტი ჯავშანჟილეტით გამოჩნდა - კვირის პალიტრა

რა ხდება აფხაზეთში ? - ოპოზიციის აქცია, სადაც ე.წ. პრეზიდენტი ჯავშანჟილეტით გამოჩნდა

დღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, აფხა­ზეთ­ში ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ოპო­ზი­ცია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბჟა­ნია-ან­ქვა­ბი-არ­ძინ­ბას კლა­ნი აფხა­ზე­თის მი­წებს რუ­სეთს უთ­მობს და "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და დამ­ღუპ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს".

აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მთავ­რო­ბის შე­ნო­ბე­ბის გარ­შე­მო, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი და მი­ლი­ცია და­ა­ყე­ნა, გარ­შე­მო კი დამ­ცა­ვი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და ჯე­ბი­რე­ბი აღ­მარ­თა.გუ­შინ აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ებს მარ­თლწეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და, რათა არ და­უშ­ვან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბე­ბი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბჟა­ნია აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სულ ხალ­ხთან არ მი­სუ­ლა, თუმ­ცა ე.წ. ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან მი­ვი­და და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მის­ცა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არც ერთი ნა­ბი­ჯით უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, დღე­ვან­დელ­მა აქ­ცი­ამ მთავ­რო­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

ბჟა­ნია მი­ლი­ცი­ას­თან მი­ვი­და და უბ­რძა­ნა, ბო­ლომ­დე და­ეც­ვათ უსაფრ­თხო­ე­ბა, იმ­დე­ნი ძა­ლო­ვა­ნი ჰყავ­დათ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თით­ქოს ქარ­თვე­ლე­ბის თავ­დას­ხმას ელო­დე­ბოდ­ნენ...

"ისე­თი სა­ხით გა­მო­ვი­და ბჟა­ნია, არა­ვი­თა­რი შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ტონი, ან მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ღი­მი­ლი, ისე გად­მოგ­ვხე­და, მზად იყო ჩვე­ნი დახ­ვრე­ტის ბრძა­ნე­ბა გა­ე­ცა. ასე იცის, სუს­ტმა ოპო­ზი­ცი­ამ და სა­მო­ქა­ლა­ქო მუხტმა" - მი­აჩ­ნია ალიკ ჯერ­გე­ნი­ას.

"ას­ლან ბჟა­ნია თა­ვი­სი ქვეყ­ნის ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის "უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის" გა­მო­იყ­ვა­ნეს, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტით მი­ვი­და და გა­აფრ­თხი­ლა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ... მა­ნამ­დე კი, სამ­თავ­რო უწყე­ბე­ბის გარ­შე­მო ბა­რი­კა­დე­ბი შე­მო­ავ­ლეს. ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­შორ­დე შენს ხალ­ხს, რათა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო და ასი­ა­მოვ­ნო ახალ ბა­ტონს, რო­მე­ლიც სკა­მის სა­ნაც­ვლოდ ყვე­ლაფ­რის დათ­მო­ბას დათ­მო" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დღეს სო­ხუმ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ასი­და ქორ­თუა მი­იჩ­ნევს, რომ სა­დაც სხვე­ბი დუ­მან, ინი­ცი­ა­ტი­ვა ად­გი­ლობ­რივ­მა ქა­ლებ­მა უნდა აი­ღონ და სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად უნდა იბ­რძო­ლონ.

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პრო­ცე­სე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ყვე­ლა­ნა­ირ დი­ა­ლო­გის რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყო­ველ­დღე უნდა ვე­ლო­დოთ "სი­ურპრი­ზებს". ამი­ტომ, მივ­მარ­თავ იმ დე­დებს, რომ­ლე­ბის შვი­ლებს აფხა­ზეთს უზ­რდი­ან და არა რუ­სეთს, ან სხვა ქვე­ყა­ნას, თქვენს შვი­ლებ­საც მო­ნე­ბად აქ­ცე­ვენ. რამე უნდა ვი­ღო­ნოთ, სა­ნამ, ბო­ლომ­დე სხვის სა­კუთ­რე­ბად არ ვქცე­ულ­ვართ" - მი­აჩ­ნია მას. იხილეთ სრულად