ალ პაჩინო 83 წლის ასაკში მეოთხე შვილის მამა გახდება - კვირის პალიტრა

ალ პაჩინო 83 წლის ასაკში მეოთხე შვილის მამა გახდება

უცხოური გამოცემების ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ალ პაჩინო 83 წლის ასაკში მეოთხე შვილის მამა გახდება.

კინოვარსკვლავის მეგობარი ქალი 29 წლის ნურ ალპალაა, რომელიც მსახიობთან ურთიერთობაში 2022 წლიდანაა.

გამოცემა PEOPLE-ს ცნობით, ნურ ალფალა 8 თვის ორსულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ალ პაჩინოს პანდემიის პერიოდიდან ხვდება, პირველად ისინი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალ პაჩინომდე, ალფალას რომანი ჰქონდა მიკ ჯაგერთან, თუმცა ისინი 2018 წელს დაშორდნენ.

82 წლის მსოფლიო კინოვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს, ჯული მარი და ტყუპები: ანტონი და ოლივია.