გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე

გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე. ის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და. მისი კო­ლე­გე­ბის ცნო­ბით, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი იყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2011 წლის 7 ივ­ლისს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­კა­ვა, მათ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ევ­რო­პის "პრეს­ფო­ტოს" სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, “პრა­იმ ტა­ი­მის” ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი გია აბ­და­ლა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე 2016 წელს გახ­სნა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ფო­ტოგ­რა­ფე­ბის: გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და მათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის გამო გა­უს­წორ­და.

kvirispalitra.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.