ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს - კვირის პალიტრა

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

რო­გორც ბრა­ზი­ლი­უ­რი მე­დია წერს, ცხე­და­რი სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში 30 მა­ისს, სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა მიბ­მუ­ლი იპო­ვა და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 41 წლის უო­ლას დე ოლი­ვე­ი­რა გო­მე­სი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით ამო­იც­ნეს. ის ძარ­ცვი­სა და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გააგრძელე კითხვა