"დავუშვათ, თქვენი მეზობელი სახლში შემოგივარდათ, მოგიკლათ ოჯახის წევრები, რამდენიმე წლის შემდეგ კი მოდის და გთავაზობთ, სუფრა გამიშალე და მე ფულს გადავიხდიო, დათანხმდებით?" - კვირის პალიტრა

"დავუშვათ, თქვენი მეზობელი სახლში შემოგივარდათ, მოგიკლათ ოჯახის წევრები, რამდენიმე წლის შემდეგ კი მოდის და გთავაზობთ, სუფრა გამიშალე და მე ფულს გადავიხდიო, დათანხმდებით?"

"ასეთი, "ჭრელი" ოპოზიცია რომ გვყავს, ეს უკეთესია"

"პოლიტიკა არის ომი სისხლისღვრის გარეშე", - ამბობდა მაო ძედუნი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინვე დარწმუნდებით, თუ თანამედროვე ქართულ პოლიტიკას გადახედავთ: დაპირისპირებული ძალები ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მუდმივად იწუნებენ და აკრიტიკებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბევრ საკამათო საკითხზე ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დავუშვათ, თქვენი მეზობელი სახლში შემოგივარდათ, მოგიკლათ დედა, მამა, ოჯახის წევრები და ცოცხალი მარტო თქვენ დაგტოვათ. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს მეზობელი მოდის და გთავაზობთ, სუფრა გამიშალე და მე ფულს გადავიხდიო, დათანხმდებით? 100 ან თუნდაც, ათასი ლარის გამო უნდა დავივიწყოთ ჩვენი დები და ოჯახის წევრები რომ აწამეს და დაგვიხოცეს? დავივიწყოთ, გიორგი ანწუხელიძე, გოჩა ოთხოზორია, შინდისის გმირები - ყველაფერი დავივიწყოთ? ამას რაიმე გამართლება აქვს?!."

"ვინმეს სჯერა, რომ პუტინი კეთილი გახდა და რუსეთში მცხოვრები ქართველები რომ არ დაიღალონ, ფრენები ამიტომ აღადგინა? როდესაც დასჭირდა, ქართველები სატვირთო ვაგონებით გამოაგზავნა უკან - სამშობლოში. ამიტომ, კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობა, სიკეთე და მათზე ზრუნვა აქ არაფერ შუაშია. აქ მთავარია "შავი ფული", სანქციები და სამხედრო ჩიპები, რომლის მიღებაც რუსეთს სურს..."

"არჩევნებში 50 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა მოქმედ თავმჯდომარეს. ამიტომ, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ფსიქოლოგიური ბარიერები თუ ვერ გადალახა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, პარტია გაძლიერდა, რასაც თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს. ის, რომ "ენმ"-ის ყოფილ თუ ახლანდელ წევრებს შორის რაღაც გაურკვევლობაა, არაფერს ნიშნავს. აბა, მმართველ პარტიას ხომ ვერ დავემსგავსებით? "ნაციონალურ მოძრაობაში" უამრავი ადამიანია და ყველას თავისი შეხედულებები აქვს. ჩვენი მიდგომა ასეთია: კამათი და აზრთა სხვადასხვაობა საქმეს არ ვნებს. ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ პროცესს ავნოს, სწორედ ის ადამიანია, ვისზეც შეკითხვა დამისვით..."

"ერთგვარი შენიშვნა უნდა გამოვთქვა ქართული მედიის მიმართ: ჩვენ დღეს შიდაპარტიულზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გადასაწყვეტი. ჩემი აზრით, ასეთი ჭრელი ოპოზიცია რომ გვყავს, პირიქით, უკეთესიცაა. დღეს ჩვენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს, თქვენ უნდა თქვათ, არსებობსო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე