"სა­ქარ­თვე­ლოს სურს, შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­პულ ოჯახს. მინდა მთავრობას მივმართო, არ აქვთ უფლება დამემუქრონ" - სალომე ზურაბიშვილის მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლოს სურს, შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­პულ ოჯახს. მინდა მთავრობას მივმართო, არ აქვთ უფლება დამემუქრონ" - სალომე ზურაბიშვილის მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან

"მე თქვენ წი­ნა­შე ვარ და გა­მოვ­დი­ვარ ამ გზავ­ნი­ლით - ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არა მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რია, მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, რად­გან ის ემ­ყა­რე­ბა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ჩვენს ის­ტო­რი­ას, ჩვენს ბრძო­ლას, შე­მარ­თე­ბას, ჩვენს ხედ­ვას ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ შე­უ­ერ­თდეს თა­ვის ევ­რო­პულ ოჯახს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს იმის­თვის, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­მარ­თო ამ ასამ­ბლე­ას. ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, 13 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იდგა აქ და სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მე გა­მოვ­დი­ვარ იმა­ვე მის­წრა­ფე­ბით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე იზი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სურს, შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­პულ ოჯახს.

ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ეს გან­სა­ზღვრავს ჩვენს მო­მა­ვალს, ჩვენ ასეთ მო­მენტს ვა­წყდე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­დაც მისი ხალ­ხი და 27 ქვე­ყა­ნა ერ­თად უნდა წყვეტ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დელ დღეს.

თუმ­ცა, ქარ­თველ­მა ერმა უკვე გა­და­წყვი­ტა ეს სა­კი­თხი. მე თქვენ წი­ნა­შე ვარ და გა­მოვ­დი­ვარ ამ გზავ­ნი­ლით - ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არა მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რია, მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, რად­გან ის ემ­ყა­რე­ბა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ჩვენს ის­ტო­რი­ას, ჩვენს ბრძო­ლას, შე­მარ­თე­ბას, ჩვენს ხედ­ვას ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ შე­უ­ერ­თდეს თა­ვის ევ­რო­პულ ოჯახს.

მე ვარ არა, რო­გორც ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი, იმ ქვეყ­ნი­სა, რომ­ლის კონ­სტი­ტუ­ცია ავალ­დე­ბუ­ლებს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რას, გა­დად­გას ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯი, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. მე ამას გა­ვა­კე­თებ უწყვე­ტად და ამას გა­ვა­კე­თებ არა მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შე­ვას­რუ­ლო კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი, არა­მედ მო­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე" - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.