"გული მისკდება... გვიყვარხარ" - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი და რა აკავშირებს თაკო ჩარკვიანის მეუღლესთან? - კვირის პალიტრა

"გული მისკდება... გვიყვარხარ" - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი და რა აკავშირებს თაკო ჩარკვიანის მეუღლესთან?

სამწუხაროდ, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ამ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი კახა ბასილია ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

"დღეს დილით დავკარგეთ კიდევ ერთი ქართველი, წესიერი, პატიოსანი, ერთგული, ქვეყნის პატრიოტი. ჩემი უმცროსი სვანი ძმა, ზვიად გიგანი. 2022 წლის მაისიდან ერთად მოვდივართ. ის იყო მაგალითი მეგობრობის, ოჯახის ერთგულების, გვერდში დგომის. რთულია რამის თქმა ამ დროს. ვიზიარებ მწუხარებას. თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. იმ ქვეყნად შევხვდებით აუცილებლად. მშვიდობით, ძმაო"- წერს სოციალურ ქსელში კახა ბასილია.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ოჯახის ახლობელია. მისი მეუღლე ბიზნესმენი ჯონი გიგანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში, ომში მყოფი ნათესავი დაეღუპა.

„არ მინდა დავიჯერო ის უბედურება, რაც დაგვატყდა გიგანებს, უკრაინაში ომში მყოფი ზვიად გიგანი გარდაიცვალა... როგორც გავიგეთ უცაბედად „თრომბით“ გარდაიცვალა...!“ - წერს ბიზნესმენი.

ასევე გარდაცვლილის ფოტო გამოაქვეყნა თაკო ჩარკვიანმა და ასეთი წარწერა გაუკეთა: `უმაგრესი ბიჭი, ჩვენი ერთგული მეგობარი, გული მისკდება....გვიყვარხარ მე, ირმას და ჯონის".

სოციალური ქსელში ძალიამ ბევრი სამძიმრის წერილი ვქეყნდება ზვიად გიგანის გარდაცვალეაზე:

"რაღაც იწყება და მთავრდება. ხშირად უფრო ადრე, ვიდრე ველით. მთავრდება ისე, რომ ვერც ვასწრებთ გააზრებას, ეს დასასრულია თუ რაიმე ახლის დასაწყისი, მხოლოდ ერთია, რჩება მხოლოდ წარუშლელი მოგონებები... ახლა ისე ვარ, თითქოს ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი ამომაჭრეს, ამომაჭრეს არა მოგონებები, არამედ რაღაც უფრო ძვირფასი, ადამიანი, რომელთანაც ბავშვობაში და ზრდასრულობაშიც ერთნაირად ვძმაკაცობდი, ადამიანი, რომელიც ჩემთვის იმ გამონაკლისთაგანი იყო რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი, ბავშვთან ბავშვი, დიდთან დიდი, სხვას ვერაფერს ვწერ და ვერც ვამბობ, ჯერ გააზრების პროცესში ვარ, ამ ქვეყნის ამაოებაც ხომ უსაზღვროა, მშვიდობით ზვიადი ბიძია, ერთ დროს იმედია იქაც შევხვდებით და ვიძმაკაცებთ", -წერს გიორგი აბაკელია. `

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ზვიად გიგანის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ამ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)