"სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად. ვკითხე, რა გინდა გამოხვიდე-მეთქი? დაფიქრდა და... "ადამიანიო" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი?
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ხშირად ვეკითხები პატარებს - "რა გინდა გამოხვიდე?", ბევრს უნდა ექიმობა, ან დედიკოს და მამიკოს პროფესია…რამდენიმე დღის წინ სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად და ტრადიციულად ვკითხე - "შენ რა გინდა გამოხვიდე?"
პასუხი მივიღე ორი წუთი ფიქრის შემდეგ... "ადამიანიო"
პ.ს. ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.