"რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან... ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას" - იუმორისტის უცნობი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"რაც შემეძლო გადავყევი შვილებს, მაგრამ არ მელაპარაკებიან... ის ქალი ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას" - იუმორისტის უცნობი ცხოვრება

იუ­მო­რისტ ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე „იუ­მო­რი­ნას“ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დის. თა­მა­შობ­და სე­რი­ა­ლებ­შიც. წლე­ბის წინ იუ­მო­რის­ტი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ, მისი მე­უღ­ლე ეროვ­ნე­ბით რუსი იყო, რო­მელ­თა­ნაც ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თი და­ტო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. ქარ­თველ მე­უღ­ლეს­თან შვი­ლი აღარ შეს­ძე­ნია. ამ­ბობს, რომ თა­ვის ვა­ჟებ­თან დღეს ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს, რად­გან მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დედა უკ­რძა­ლავთ. ქალი ვერ პა­ტი­ობს, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და მე­ო­რედ იქორ­წი­ნა.

ამ­ჯე­რად მსა­ხი­ობ­მა გა­და­ცე­მა „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში“ ისა­უბ­რა. კი­თხვა­ზე, თვლი­და თუ არა შეც­დო­მად პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბას, და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა.

ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძე:

- ამ თე­მა­ზე დი­სერ­ტა­ცია შე­მიძ­ლია და­ვიც­ვა. ოს­ტროვ­სკის პი­ე­სე­ბი რომ მე­ნა­ხა, ამ ქალს მე ცო­ლად არ მო­ვიყ­ვან­დი, რად­გან იქ კარ­გად აქვს და­ხა­ტუ­ლი, რუსი ქალი რა არის. მყავ­და რუსი ცოლი, დიდი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბით, ორი დიდი კულ­ტუ­რა შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ცო­ლის მოყ­ვა­ნა სხვა არის, მე რუ­სეთ­ში მო­ვიყ­ვა­ნე, სხვის მო­ე­დან­ზე. ეს შეც­დო­მა დე­და­ჩემ­მა და­მაშ­ვე­ბი­ნა, მი­თხრა, შენ მსა­ხი­ო­ბი ხარ, ცო­ლის მომ­ყვა­ნი აღარ ხარო, თან სა­ერ­თო შვი­ლი უკვე გვყავ­და. მომ­კი­და დე­და­ჩემ­მა ქე­ჩო­ში ხელი და ხელი მო­მა­წე­რი­ნა.

არც მე მიყ­ვარ­და და არც მას, იმას გათ­ვლა ჰქონ­და ქარ­თველ­ზე. ქარ­თვე­ლია, ფული ექ­ნე­ბა. ჩემი სა­შუ­ა­ლე­ბით ბინა გა­ი­კე­თა მოს­კოვ­ში. 1994 წელი იყო, და­ინ­გრა ყვე­ლა­ფე­რი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობ­და. „გე­პეი“ და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-ელექტრი­კო­სი ვარ. ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო, „მო­სე­ნერ­გო“, სა­დაც მონ­ტი­ო­რად მო­ვე­წყე, იმის­თვის, რომ ბინა მი­მე­ღო. შვი­დი წელი ვი­მუ­შა­ვე მონ­ტი­ო­რად და სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა მი­ვი­ღე. იქ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გა­დამ­ხდა, არ მინ­და მო­ყო­ლა. გა­ინ­ტე­რე­სებთ თუ მი­ღა­ლა­ტა? - არა, უბ­რა­ლოდ, რუსი იყო. სხვის მო­ე­დან­ზე არ ღირს რუ­სის მოყ­ვა­ნა, იქ რომ მო­იყ­ვან და აქ ჩა­მო­იყ­ვან, მა­შინ სხვა თე­მაა. იქ და­ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ.

ცოლი არ იყო ჯერ, ვსაყ­ვარ­ლობ­დით, მე მაგ დროს ჯარ­ში ვი­ყა­ვი. ერთ დღეს, მო­მი­ვი­და წე­რი­ლი, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ბიჭი. მა­ი­ორს ვუ­თხა­რი, უნდა ჩა­ვი­დე მოს­კოვ­ში და გა­და­ვათ­ქმე­ვი­ნო-მეთ­ქი. არ მინ­დო­და შვი­ლი საყ­ვარ­ლის­გან, ცო­ლად რომ მდო­მე­ბო­და, ხომ მო­ვიყ­ვან­დი-მეთ­ქი. 41 წლი­საა ახლა ჩემი ბიჭი, ცოლს ხან­და­ხან ვუ­რე­კავ და შვი­ლი არ მე­ლა­პა­რა­კე­ბა.

მე რაც კი შე­მეძ­ლო, გა­დავ­ყე­ვი შვი­ლებს, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. ამ ქალ­თან მე­ო­რე შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. ამ დროს უკვე გა­ი­გო, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მომ­ყავ­და ცო­ლად და მა­ინც გა­ა­ჩი­ნა. გააგრძელეთ კითხვა