ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სიყვარული? - კვირის პალიტრა

ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სიყვარული?

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ბოლო დროს პა­პა­რა­ცე­ბის წი­ნა­შე ბრი­ტა­ნელ მო­დელ­თან, ნი­ლამ გილ­თან ერ­თად ჩნდე­ბა ხოლ­მე. უფრო მე­ტიც, ლეომ მო­დე­ლი დე­დას გა­აც­ნო.

რა თქმა უნდა, ყვი­თელ პრე­სას ეს ფაქ­ტი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია, მით უფრო, რომ ყვე­ლამ იცის, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ლე­ოს­თვის დე­დის აზრს, როცა სიყ­ვა­რულს და სა­ცო­ლეს ეხე­ბა საქ­მე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლეოს სურს ცო­ლად ისე­თი ქალი შე­ირ­თოს, რო­მე­ლიც მის დე­და­საც მო­ე­წო­ნე­ბა.

მე­დია წერს, რომ მო­დე­ლი ლეოს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დი­კაპ­რიო და გილი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზეც ერ­თად შე­ნიშ­ნეს მა­შინ, როცა ისი­ნი კი­დევ სხვა რამ­დე­ნი­მე მო­დელ­თან ერ­თად ტო­ვებ­დნენ სას­ტუმ­რო Martinez-ს.

28 წლის მო­დე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა The Post-ს უთხრა, რომ გო­გო­ნა ლე­ო­ნარ­დოს­თან რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არაა, დი­კაპ­რი­ოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს. იხილეთ სრულად