"ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან" - კვირის პალიტრა

"ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან"

სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ ხში­რად ზე­ლენ­სკის და მისი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­ში არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მედ მტრულ ძა­ლებ­თან , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან მოლ­დო­ვა­ში გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კეთბს, რად­გან „ქვე­ყა­ნა ომ­შია, თვი­თო­ნაც ომ­შია“ და არ სურს, რომ ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მის­ცეს.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ვთქვა, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და­ეს­წრო ამ შეხ­ვედ­რას. მე ერთი რამ მინ­და ისევ გა­ვი­მე­ო­რო, მე ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმის გამო, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ყო­ველ დღე, ნად­გურ­დე­ბა ინფრას­ტე­უქ­ტუ­რა და ასე შემ­დეგ. ბავ­შვე­ბი ქა­ლე­ბი მო­ხუ­ცე­ბი ყვე­ლა­ნი ზა­რალ­დე­ბი­ან ამ ბრუ­ტა­ლუ­რი ომით. ერთი რამ მინ­და ვუ­სურ­ვო ომში მყოფ ქვე­ყა­ნას, მშვი­დო­ბა ამ ომის მალე დას­რუ­ლე­ბა და ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას, ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ეს ქვე­ყა­ნა ომ­შია, თვი­თო­ნაც ომში არის და არ მინ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცე სხვა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნებს.

ასე­ვე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ ხში­რად ზე­ლენ­სკის და მისი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­ში არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიგ­ნით მოქ­მედ მტრულ ძა­ლებ­თან. ვგუ­ლის­ხმობ დესტრუქ­ცი­ულ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს, თუნ­დაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, რომ გა­ი­მარ­ჯვოს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, მი­ი­ღოს სტა­ტუ­სი. ეს იქ­ნე­ბო­და ჩემი კო­მენ­ტა­რი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მოლ­დო­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (EPC) მე­ო­რე სა­მი­ტის გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და: "ვხე­დავთ, რა ხდე­ბა ბე­ლა­რუს­ში და რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ ჩა­ით­რი­ეს ეს ქვეყ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა გზით უკა­ნო­ნო­ბა­ში“.

"ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის და­ყო­ფაც რუ­სეთს უნდა, უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის და ნატო-ს წევ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.