"გოგონა 1 წლისაა, მას სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა იციან ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზე ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?
რამდენიმე საათის წინ, უკრაინის რადას დეპუტატმა 32 წლის ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.
ლიზა იასკომ დედობას მიუძღვნა "მგრძნობიარე პოსტი" "ინსტაგრამზე", სადაც ისაუბრა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არცერთი მხარე არ საუბრობდა.
როგორც Ambebi.ge-ს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან წყარო უყვება, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილი 1 წლის არის, გოგონაა და მას ჟასმინი ჰქვია. სახელი გოგონას დედამ შეურჩია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილს ჯერჯერობით არ იცნობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ლიზა იასკო ოფიციალურად დაადასტურებდა შვილის შესახებ ინფორმაციას, წყარო გვიყვებოდა, რომ მათი გოგონა ძალიან ჰგავდა ბაბუას, ლიზას მამას, ოლექსეი იასკოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, თუმცა იქვე აკონკრეტებდნენ, რომ ქალს მუცელი არ ეტყობოდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტისა და ლიზას საერთო შვილზე, თითქოს კიევში ბინა გიული ალასანიამ შვილიშვილს გადაუფორმა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას არ დაუდასტურებია.
თებერვალში უკრაინულმა მედიამ გამაოქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ სააკაშვილი იასკოს დაშორდა. "მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. იხილეთ სრულად